საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
12 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 274 377 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 343-ით გაიზარდა და ის 267 764-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 12-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 634-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 26 700, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 17 307, PCR ტესტით - 9 393;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,24%, ბოლო 14 დღის - 1,49%, ბოლო 7 დღის - 1,72%;
კარანტინის რეჟიმში - 245;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 310;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 130.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.