ქიბარ ხალვაში ექსპერტ გია ხუხაშვილს უპირისპირდება. ხალვაშის გაღიზიანება ხუხაშვილის იმ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ექპსერტმა ხალვაშს "რუსთავი2"-ის არაკეთილსინდისიერი მყიდველი უწოდა. ქიბარ ხალვაშმა Facebook-ით გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ხუხაშვილი სააკაშვილის და მერაბიშვილის გამოგონილ ისტორიებს სიმართლედ ასაღებს.
"ხომ ნახე სიხარბეს და ვაჭრობას რომ შეეწირე მეგობართან ერთად? ბოდიში პიქსელის შენობაში რომ ვერ გეახელი სიმართლის აღსადგენად. მადლიერი კი ვიყავი იმაზე რაც მანამდე ჩემზე გიფიქრია და გითქვია, მაგრამ მაინც არ ვთვლიდი რომ შენთვის და შენი პარტნიორისთვის უნდა მეხვეწნა დახმარება. ჩვევად არ მაქვს.
ვანოს და მიშას გამოგონილ ისტორიებს სიმართლედ რატომ ასაღებ? საიდან მოიტანე შენი ზღაპრები? ყურმოკრულ ისტორიებს რატომ ავრცობ შენებურად?
შენ რომ მართალი კაცი ყოფილიყავი არც ჩვენზე უკანონოდ ჩამორთმეულ მანქანაში არ ჩაჯდებოდი, მაგრამ გიყვარს კომფორტი და "ვაჟნობა". მე შენს ადგილას არ ვიკადრებდი.
ახლა არ მცალია შენთან საკინკლაოდ. მოვჩები მთავარ პრობლემას და მერე გაჩუქებ ერთ დღეს", -წერს ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.