საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანელსონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს და არსებობს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში.
პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია იქნება შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო გულწრფელი მადლიერებით ევროპული პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესში. მოგეხსენებათ, მისი ჩართულობა არ არის სისტემატური და ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. სწორედ შარლ მიშელის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ადასტურებს და ხაზს უსვამს ევროკავშირის ინტერესს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის. ეს არის რა თქმა უნდა, ნდობის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ყველა აქტორს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. ასეთივე პათოსითა და სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით გამსჭვალული უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. მინდა, სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი პარტიის სახელით, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არა ერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან არა ერთი შეხვედრის დროს. მინდა, დღევანდელ დღეს ამ შეხვედრის შემდეგ დავადასტურო აღნიშნული მზაობა. კრისტიან დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება მოკლე დროში. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.