თბილისის მერმა კახა კალაძემ სიცრუე უწოდა თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი განმარტებით, მერობის კანდიდატის დასახელებამდე შვიდი თვეა დარჩენილი და პარტია არჩევნებამდე დაახლოებით თვენახევრით ადრე დაასახელებს კანდიდატს.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ის მონაწილეობს კონსულტაციებში, რომელზეც თვითმმართველობის არჩევნებში წარსადგენ კანდიდატებზე მიმდინარეობს მსჯელობა.
„არჩევნებამდე დარჩენილია შვიდი თვე. თქვენ თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი არჩევნები მაინც, როცა 7 თვით ადრე იყო წარმოდგენილი კანდიდატი გინდა ოპოზიციის, გინდა მმართველი პარტიის მხრიდან?! რა თქმა უნდა, ვმონაწილეობ კონსულტაციებში, რომ შევარჩიოთ, ვინ იქნებიან საკრებულოს წევრობის და მერობის კანდიდატები სხვადასხვა რაიონებში, შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს, მე ვარ ქალაქის მერი, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება იქნება პარტიაში მიღებული კანდიდატთან დაკავშირებით, ერთი თვით, თვენახევრით ადრე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.