თბილისის მერი კახა კალაძე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურ მოლაპარაკებებს მიესალმება და აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტისა და პოლიტიკურ მხარეებს შორის ევროკავშირის მედიაციის პროცესის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოლაპარაკებები, დიალოგი, საუბარი ნორმალურად, როგორც ეს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება - მმართველი პარტია და ოპოზიცია ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მმართველმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა მზაობა იმისთვის, რომ გარკვეული შეთანხმებები მოხდეს. ეს ყველაფერი მისასალმებელია, მე ძალიან მომწონს. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არის, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები“ და ამაზე საჯაროდაც გვისაუბრია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს დღეს ეწვია და საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები უკვე გამართა.
კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის მიზანი ყველა პარტიის ლიდერთან ერთად, პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში ჩართვაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.