კრისტიან დანიელსონი: ძალიან მაგრად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, რათა შედეგს მივაღწიოთ
12-03-2021, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან მაგრად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით, რათა შედეგს მივაღწიოთ, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პრესკონფერენციაზე.

 


მისი თქმით, შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო სექტორს და შემდეგ გამოჩნდება, როგორ შეძლებს პროცესის წინ წაწევისთვის ხელის შეწყობას.

 

 

„ძალიან მაგრად უნდა ვიმუშაოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით, რათა შედეგს მივაღწიოთ. მთავარი პუნქტი ჩემთვის, საიდანაც ვიწყებთ, არის მოსმენა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს. დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და შემდეგ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. შემდეგ ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს“, განაცხადა დანიელსონმა.

 


დანიელსონმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგება, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა არ დატოვებენ საპატიმროებს, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან და არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

 


„საკითხები რაც ახსენეთ, არჩევნები, ისევე როგორც საარჩევნო რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა, პოლიტიზებისგან თავისუფალი მართლმსაჯულება – ეს არის ის საკითხები, რომელიც მაგიდაზე დევს, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. მე მოვუსმენ მხარეებს დღეს შუადღისას ან ხვალ შეხვედრების დროს და ამ საკითხებზე ვიმუშავებთ ამ დღეებში“, – განაცხადა დანიელსონმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი