საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.
თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მდგრადი და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ტრანსფორმაციისა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით ბრიტანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გაერთიანებულ სამეფოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საუბრისას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების საქმეში ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღინიშნა. ასევე, საუბარი საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ბრიტანელი სამხედროების აქტიურ მონაწილეობას შეეხო. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა თავდაცვის სფეროს სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა მიმართულებით განათლების მიღების შესაძლებლობისთვის. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით სტრატეგიულ დონეზე შეხვედრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.