უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით
12-03-2021, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2021 წლის 12 მარტს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო სამუშაო ვიზიტით ეწვია. საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

 


პრესკონფერენციაზე უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე და პროგრამაში საქართველოს გამორჩეულ როლზე ისაუბრა.

 


„უნგრეთი, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ განლაგებული ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ძლიერი მხარდამჭერია, სადაც საქართველო ნამდვილად ძირითად როლს თამაშობს. ჩვენ აღმოსვალეთ პარტნიორობის პროგრამას განვიხილავთ, როგორც საუკეთესო მექანიზმს ევროკავშირის გაძლიერებისთვის. ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებით გასაძლიერებლად სწორედ ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ახლი პარტნიორების, ახალი მოკავშირეების ძებნა არის საჭირო. ამ მიმართულებით, საქართველო გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოხარული ვართ, რომ საქართველო დგამს ამ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის მიმართულებით, შეგიძლიათ უნგრეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“- განაცხადა სიიარტომ.

 


პრესკონფერენციაზე სიიარტომ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოსთან უფრო ძლიერი თანამშრომლობის აუცილებლობას და კვლავ დაადასტურა უნგრეთის მხარდაჭერა ამ გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონტრიბუცია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში იძლევა ნატოსთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის უფლებას.

 


უნგრელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე.

 


„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს 9%-ით შემცირდა გლობალური ვაჭრობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ჩვენ 9%-ით გავზარდეთ ვაჭრობა. უნგრული ფარმაცევტული კომპანია საქართველოში მოქმედ 10 წამყვან კომპანიებს შორისაა, ქ. ქუთაისში წარმატებით მუშაობს უნგრული ავიაკომპანია “WizzAir”, აქტიურად ვთანამშრომლობთ თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში, ასევე შესაძლოა უნგრული კომპანიები ჩართული იყვნენ საქართველოში სიდიდ მეორე ქალაქის წყლის მომარაგების სიტემის უზრუნველყოფაში. უნგრულმა “Exim” ბანკმა 140 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი გამოყო, რათა გამარტივდეს უნგრული კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე და განვითარდეს უნგრულ-ქართული ბიზნესების თანამშრომლობა. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ცენტრალურ ევროპაში ენერგომომარაგების დივერსიფიცირების კუთხით. უნგრეთის ინტერესშია. რომ კავკასიის გაზი ჩავიდეს ცენტრალურ ევროპაში და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, როგორც სატრანზიტო ქვეყანას“- განაცხადა მან.

 


ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას. სიაარტოს განცხადებით, აქტიურია უნგრული სტიპენდიების მოთხოვნა საქართველოდან და წელს 262 სტუდენტმა შეიტანა შესაბამისი განაცხადი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების მანძილზე.

 


პრესკონფერენციის დასასრულს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი და საქართველო კვლავაც განაგრძობენ მუშაობას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

 

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი