მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობისას ივანიშვილი შემოდიოდა ჩემთან ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური და ერთ-ერთ შეხვედრაზე, კარგად მახსოვს, შემომთავზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა
12-03-2021, 16:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ჩემი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ივანიშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, და ერთ-ერთ შეხვედრაზე, კარგად მახსოვს, შემომთავზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა. მე ვუთხარი, არც გაიფიქროთ ეს საერთოდ აზრად, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხზე“ პირდაპირი ჩართვისას.

 


მან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და გამორიცხა, რომ ეს მისი პრეზიდენტიბის დროს არის ჩაწერილი.

 


„კომენტარი ზედმეტია ამ სრულიად გაურკვეველ ბოდვაზე, მაგრამ რამდენიმე რაღაც მაინც ღირს რომ ვთქვა. ჯერ ერთი, 2011 წელს რომ ჰქონოდა ხელისუფლებას ეს ჩანაწერები, ეს არის პერიოდი, როცა რუსი ოლიგარქი, „გაზპრომის“ აქციონერი ივანიშვილი გამოვიდა აქტიურად პოლიტიკურ არენაზე, წერილს წერილზე წერს, გმობს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, ეს 2011 წლის განმავლობაში ხდება სულ და ამ დროს არავინ არ დაინტერესდა ვინ ვის აკაჩავებს, ვინ ძალადობს, ვის მიუვარდა და ხელისუფლება უბრალოდ წყნარად უყურებს ამ ყველაფერს და არაფერს არ აკეთებს?! უნდა ჩამოყალიბდნენ: ან ჩვენ ვიყავით ასეთი ბოროტები და კანონს ვიცავდით ან მეორე მხრივ ვიყავით სრული უუნაროები და არაფრის მაქნისები და ადვილად შესაჭმელები, როგორც გამოდის აქედან. ეს რომ ასე არ იყო, ეს მე მგონი ხალხს ახსოვს.

 


მეორე, ჯერ ერთი ჩემი ოჯახის წევრების არევას მინისტრებთან არავის არ ვურჩევ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს თვითონ ეკრძალებოდათ მინისტრებთან კომუნიკაცია. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც, ეს დედაჩემს და სანდრას არ ეხება, სხვა ახლო ნათესავები ურეკავდნენ ვიღაც მინისტრებს და ეს მთავრდებოდა ყოველთვის მათთვის ცუდად. მერე მე გავიგებდი ხოლმე... და ერთხელ ერთმა ჩემმა ძალიან ახლო, ძალიან ახლო ნათესავმა მითხრა, რომ ამ მინისტრს ვურეკავდი, ამ მინისტრს ვურეკავდი და არც ერთი არ იღებს ყურმილსო. გაფრთხილებული მყავდა მინისტრები, არ ეპასუხათ.

 


„ერთი წუთით წამოვიდგინოთ, რომ ჩემს რომელიმე შვილს დაერეკა ვინმესთვის და რამე დაევალებინა საერთოდ. და ახლა ის, რომ ჩემს შვილებს არ აყენებდნენ შეურაცხყოფას, ეს ასე არ არის, იმიტომ, რომ მე ვიყავი ერთი-ორჯერ ჩემ შვილთან, შეიძლება არ უნდა ვყვებოდე, მაგრამ რახან ამაზე დავიწყეთ ლაპარაკით, მაგალითად ბაკურიანში საბაგიროზე ვიყავით, როცა ისეთი გინების კორიანტელი წამოვიდა გვერდზე ვიღაც ტიპებიდან, ეს იყო დაახლოებით 2006 თუ 2007 წელი და დაცვის თანამშრომელმა, უფრო სწორად დაცვის უფროსმა მკითხა, რომ წავალ დაველაპარაკებიო, მე ვუთხარი, რომ არც გაბედოთ, არც გაბედოთ, ვუთხარი, ჩემი მყარი ინსტრუქცია გაქვთ, არც გაბედოთ როდესმე ახლოს მისვლა. ერთი შემთხვევა ვინმემ იცის, რომ ვინმე როდესმე მივიდა ვინმესთან და შეაწუხა ჩემი ოჯახის სახელით? მაგალითაც ჩემმა შვილმა, ედუარდმა როცა გინესის რეკორდი დაამყარა, „ფეისბქუზე“ ისეთი კამპანია იყო გინების კორიანტელის, ოროსნების მხრიდან, რომელთაც მხოლოდ შურდათ, რომ აიღო გინესის რეკორდი, სხვათა შორის ამის შესახებ, რომ შეიტანა გინესის რეკორდზე, გავიგე მეც პოსტ-ფაქტუმ, მართალია, რეკორდის დამყარებაზე იქ ვიყავი იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ძალიან ვნერვიულობდი, მერე გინების კორიანტელი იყო, ვინმემ რამე პასუხი გასცა? ჩვენ არც განგვიხილია ეს.

 


რაც შეეხება დედაჩემს, მე მას ვკითხე და მითხრა ერთხელ იყო მისული ღარიბაშვილთან, როდესაც იგი იყო ფესტივალ „ჩვენებურების“ ორგანიზატორი და შესთავაზა თავის დახმარება და მაშინაც რაღაც მცირე ნაწილი გადაფარესო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა.

 


„რა თქმა უნდა, ივანიშვილი არის ჩემთან შეხვედრილი. ჩემი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ივანიშვილმა ორჯერ თუ სამჯერ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, ასე ახასიათებთ ყოველთვის ასეთ ადამიანებს, ვინც მათ ზემოთ არის, იმათ უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, ისინი უნდა დაჩაგრონ და ამიტომ არ მიყვარს მლიქვნელები და მათ შორის, ერთ-ერთ შეხვედრაზე, კარგად მახსოვს, შემომთავზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა. მე ვუთხარი, არც გაიფიქროთ ეს საერთოდ აზრად და არც მიეკაროთ არც ერთს და ეს ყველამ იცოდა მშვენივრად. ასე რომ, ჩვენთან ნეპოტიზმი, რაც ამათთან მიღებულია, გამორიცხული იყო. ნებისმიერმა ქართველმა, რომელიც იმ დროს საქართველოში ცხოვრობდა, დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, როდესმე ვიმემ შეაწუხა ჩემმა ოჯახმა, ჩემმა ნათესავებმა? პასუხი მე მგონი დღესავით ნათელია და ესენი რასაც აკეთებენ, ესეც ყველამ კარგად იცის“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველანაირი ჩანაწერის წინააღმდეგია.

 

 

„ეს ჩანაწერები აჩვენებს, რომ ისინი მთლიანად მორყეული არიან შიგნიდან. ეს არის შიგნიდან გამოტანილი, ეჭვს არ იწვევს. ეჭვი არ მაქვს არავისზე, მაგათ შიდა სამზარეულოში ვერ ვერკვევი და არც მაინტერესებს. ერთი რამ ვიცი, საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ჩანაწერის. ყველანაირი ჩანაწერი მგონია ნაქურდალი რაღაც და მე მაინცდამაინც არ მიყვარს, ძალიან არ მიყვარს მათი მოსმენა. უფრო მეტსაც გეტყვით, არასოდეს, ჩემი მმართველობის დროს, არც ერთხელ და ახლა მოდით, ზედაპირულად ნუ კი იტყვით, ეგ როდის იყო, არასოდეს, არავის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გარეთ არ გამოსულა. ამათ დროს კი, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათივე მინისტრებზე, მინისტრის მოადგილეებზე პირადი ცხოვრების, ძალიან ინტიმური მომენტების ამსახველი ჩანაწერების გამოყრა და განადგურება, ადამიანების პიროვნული მოსპობა. ეს არის ოლიგარქიული მმართველობის სტილი, ეს არის მათი სტილი და ამიტომ, რასაც აკეთებდნენ მთელი წლები, იმით ასრულებენ თავის არსებობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასრულებენ, თვითონაც დარწმუნებულები არიან თითქმის, მაგრამ ახლა ეპოტინებიან“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი