თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ პოლონელი ექსპერტი დააჯილდოვა
12-03-2021, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის პოლონელ ხელმძღვანელს მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. პოლკოვნიკმა პიოტრ პავლიცამ უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისთვის ოთხი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის მიიღო.

 


პოლონელმა ექსპერტმა SNGP-ის სამხედრო პოლიციის ინიციატივის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლონეთის მხარდაჭერა ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონსა (NMMPB) და ქართულ მხარეს შორის პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით, რომელსაც ხელი 2020 წელს მოეწერა. ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის ბოლომდე საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეული NMMPB-ის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა პოლონეთის მხარის კონტრიბუცია სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით სპეციალიზირებული ტრენინგების უზრუნველყოფასა და ნატოს ნდობის ფონდის (NATO Defence Capacity Building Trust Fund) ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის გადმოცემაში.

 

 

პოლონელი ექსპერტის დაჯილდოების ცერემონიალს პოლონეთის სამხედრო ატაშე, ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი, SNGP-ის ინიციატივის ლიდერები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი