ვასილ მაღლაფერიძე: დასრულდა ჩემი ოპერაციის ეპოპეა, რომელიც სადღაც 4-5 საათი გაგრძელდა
12-03-2021, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დასრულდა ჩემი ოპერაციის ეპოპეა, რომელიც თავის ყველაფრით, სადღაც 4-5 საათი გაგრძელდა. როგორც მითხრეს, ყველაფერი ნორმალურადაა.

 


მაგარი რამე ყოფილა ნარკოზი, გღვიძავს, გელაპარაკებიან, მერე უცებ ისევ გეღვიძება (ისე რომ ვერ გაიგე, როდის დაიძინე) და გეკითხებიან - ყველაფერი მორჩა და რაფერ ხარო?!

 


ტელეფონზე საუბარი და სხვა ტიპის უაზრო მასლაათობები შემიზღუდეს, სამაგიეროდ, დამიტოვეს ეპისტოლარულ ჟანრში მოღვაწეობის უფლება.

 


ერთხანს ამიკრძალეს წამოდგომა და მკვეთრი მოძრაობები, სამაგიეროდ, დაშვებულია კითხვა და ტვინის განძრევა!

 


მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, ვასიკო კეჟერაძის პალატა-ლუქსში ვარ მოხვედრილი!

 


მოკლედ დიდი მადლობა ექიმებს, მედპერსონალს, მეგობრებს, ოჯახს და მარტის თოვლს, რომელიც გომბორში ჩემს ვარდებს და ხეხილს ძალიან სჭირდებოდა!

 


P.S. დაბოლოს, რომ არ დამავიწყდეს! ნარკოზგაღმა ნაპირიდან დამაბარეს, გამოხატვის ხმას პაწა დოუწიეთ, ნამეტანი ხმამაღლა ყვირიხართო!

 

 

ვასილ მაღლაფერიძე,

 

პუბლიცისტი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი