სოზარ სუბარი: უსმენდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც კი, მიხვდებით, რომ ეს სააკაშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა
12-03-2021, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილმა ცხრა თუ ათი წლის წინ აღიარა და პირდაპირ თქვა, რომ უკანონო მოსმენებს სისტემური ხასიათი თუ ჰქონდა, თითქოს არაფერი იცოდა და ეს იყო გაპარული ხარვეზი, „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დიდი შეცდომა, – განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ.

 

 

„კარგად ვიცით, რომ სპეციალური მოსასმენი აპარატები ჰქონდა არა მხოლოდ მაშინდელ კუდს, რომელსაც კანონის ფარგლებში მოსმენის უფლება ჰქონდა, არამედ თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ფინანსურ პოლიციას, სოდს. ალბათ, არაერთი სხვა უწყება ისმენდა კიდევ. უსმენდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც კი და იმ ადამიანებსაც უსმენდნენ, ვისი მოსმენის არანაირი კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. მიხვდებით, რომ ეს სააკაშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა. როცა ციურიხში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან სასაუბროდ ჩავედი, კუდ-ის თანამშრომლები გამომაყოლეს და როცა სასტუმროს ფოეიში ვსაუბრობდით გარკვეულ თემებზე, თურმე, ამას უკანონოდ იწერდნენ. ეს მე არ შემიმჩნევია, შვეიცარიის უსაფრთხოების სამსახურებმა შეამჩნიეს. ეს ადამიანები დააკავეს და საქართველოში მათი დეპორტაცია მოხდა. ეს იყო სააკაშვილის ხელწერა, სტილი და მის გარეშე ვერაფერი მოხდებოდა. სააკაშვილს პირდაპირი აღიარება აქვს, როგორ უსმენდა კობა დავითაშვილს. მან აღიარა, რომ უსმენდნენ ქართველ ოპოზიციონერ ლიდერებს – შალვა ნათელაშვილს, გოგა ხაინდრავას, ლევან ბერძენიშვილს, გამოვაქვეყნეთ მათი ჩანაწერები, დანაშაულის ნიშნები არ არის, მაგრამ ეს გავაკეთეთ ამ ადამიანების დისკრედიტაციისთვისო. ეს არის დანაშაული, რომელიც აღიარებული აქვს მიხეილ სააკაშვილს. კარგი იქნება, თუ ჩამოვა და ამ საკითხებზე მისცემს ჩვენებას“, განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი