პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კახა კალაძის ისევ თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლო დასახელების შესახებ კომენტირებისას თქვა, რომ კალაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ეს საკითხი მის პოზიციაზეა დამოკიდებული.
„შეიძლება, იყოს სხვა შემთხვევა, ვინმეს სურდეს პოზიციაზე დარჩენა, მაგრამ გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ ეს არის განსხვავებული შემთხვევა, კახა კალაძის დამსახურებიდან გუნდის წინაშე. კახა კალაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, კახა კალაძის პოზიციაზეა დამოკიდებული ეს საკითხი.
რომც ვიცოდეთ რაღაც, ამ დროს ამაზე არ მსურს საუბარი. ეს არის ტაქტიკური საკითხი და როდესაც წინასწარ აკეთებ განცხადებას კანდიდატთან დაკავშირებით, გარკვეულ ფარდობით უპირატესობას უქმნი ოპონენტს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის კანდიდატის დასახელება ხდება არა შვიდი თვით ადრე, არამედ ერთი-ორი თვით ადრე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.