(GUARDIAN.GE) - „იმის პარალელურად, რომ ივანიშვილი დაეთანხმა მოლაპარაკებებს ევროპასთან, ამის პარალელურად ის აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, რუსეთის ინციატივით“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას.
„როგორც იცით, ოპოზიციური ერთობა მხარს უჭერს 6-პუნქტიან გეგმას, მხარს უჭერს ევროპულ მედიაციას, მაგრამ აქ საუბარი არის, მე მინდა ვილაპარაკო იმ ინფორმაციაზე, რაც მე მაქვს. იმის პარალელურად, რომ ივანიშვილი დაეთანხმა მოლაპარაკებებს ევროპასთან, ამის პარალელურად ის აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, რუსეთის ინციატივით. ივანიშვილმა იცის, რომ ეს 6-პუნქტიანი გეგმა არის მიმავალი გზა რიგგარეშე არჩევნებამდე და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა მრავალპარტიული კოალიცია, რომელსაც ქართველი ხალხი აუიცლებლად მისცემს მანდატს, რომ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.
„ივანიშვილის აზრით, ჩანაწერებმა გამოჟონა, და რუსებიც ამას ეუბნებიან, მისი შიდა უშიშროების, ძალოვნების სტრუქტურებიდან და ახლა რუსები ეუბნებიან, რომ დაულაგებენ ამ ძალოვან სტრუქტურებს და ამისათვის უნდა დაუნიშნოს მათ ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო თავის დროზე დანიშნული, გახარია არის რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი. მეორე რასაც მოითხოვენ, ეს არის 6-თან ფორმატში შესვლა - ეს არის აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ირანი, თურქეთი და, საქართველო არ არის აქ ჯერჯერობით შესული და რუსეთის, მოსკოვის მოთხოვნაა, რომ საქართველო შევიდეს ამ ფორმატში. მათი მოთხოვნაა, რომ მოხდეს ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარება, როგორც ეს რუსებს ესმით, ე.ი. ტელევიზიების დახურვა. ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ არც მელია უნდა გამოუშვან და არც სხვა პოლიტპატიმრები და არც მე არ უნდა შემიშვან ქვეყანაში. რუსების მოთხოვნა არის, რომ ლაპარაკიც კი შეწყდეს, მაგალითად, ლაზიკის პროექტის მშენებლობაზე, იგივე ანაკლიის პორტის და ა.შ. და რა თქმა უნდა, გაიყინოს თანაშრომლობა ნატოსთან, ეს არის რასაც ეუბნებიან რუსები“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა, რომ იგი მის ხელთ არსებულ უტყუარ ინფორმაციას ასაჯაროებს, რომელიც მას დასავლელემა მეგობრებმა მიაწოდეს.
„ჩემი ინფორმაციით, რა ინფორმაციაც მე მაქვს, რუსები ეუბნებიან, რომ ევროპა, ამერიკა დაგაკარგვინებს შენ ხელისუფლებას და ჩვენ შეგინახავთ, ოღონდ შეგინახავთ, უკვე ბოლომდე ჩვენ პირობებზე, იმიტომ, რომ მანამდე ის წავიდა, რა თქმა უნდა ძალიან ბევრ პირობებზე, მაგრამ ეს აღარ არის უკვე საკმარისი მოსკოვისთვის. მათ სჭირდებათ ბოლომდე დაჩოქილი საქართველო, როგორც ივანიშვილი არის ახლა მათ წინაშე მუხლებზე დაჩოქილი. ამიტომ, ბევრი მოვლენა, რომელიც ხდება, უკავშირდება ამ პარალელურ, ფარულ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს. მე არასოდეს არ ვჭორაობ იმაზე, რაც არ ვიცი. ეს არ არის ჭორაობა, ეს არის ინფორმაცია, რომელიც მაქვს ჩემი დასავლელი მეგობრებისგან, რომლებიც კომპეტენტურები არიან, ერთ-ერთი დასავლური ქვეყნიდან, იმაზე, რა ხდება კულისებს მიღმა. მე არა მგონია, რომ ეს ინფორმაცია არ იცოდნენ ამერიკელებმა და ევროპელებმა, როგორც მე ვიცი. ამიტომ ისინი, სიფრთხილეს, დიპლომატიურობას იჩენენ, მაგრამ ამ მოლაპარაკებების ფასადის მიღმა არის ძალიან საშიში პროცესი საქართველოსთვის, როცა ივანიშვილი საბოლოოდ მზად არის ქვეყანა მთლიანად მიჰყიდოს ბოლომდე რუსებს, ოღონდ გადაირჩინოს თავისი თავი და თავისი ტყავი“, განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის ინფორმაციით, ივანიშვილი და მისი მთავრობა ემზადება ხელისუფლებიდან წასასვლელად, რისი ორი უტყუარი ნიშანი არსებობს - პირველი, მან, სააკაშვილის მტკიცებით, გაიტანა ქონების უმეტესი ნაწილი ოფშორებში და მეორე, ღარიბაშვილის მტკიცება, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები 2010-2011 წლებისაა, რაც დანაშაულის ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადის გასვლას ნიშნავს.
„რუსები ეუბნებიან ივანიშვილს, ახლა სიტყვები არ ვიცი, როგორ ზუსტად, მაგრამ, ეუბნებიან, რომ შენ ახლა შედიხარ გვირაბში, საიდან გამოსვლის შანსი არ გაქვს. ყველა, ვინც დაუკავშირდა ევროპელებს და ამერიკელებს, ასე ამთავრებს. ამიტომ, ივანიშვილი ბოლომდე მიდის ამ გარიგებაზე. აქამდე ის რუსებს მუდმივად რაღაცებს უკეთებდა, მაგრამ არ აკმაყოფილებდა. ივანიშვილი ბოლომდე მიდის ამ გარიგებაზე, ეს ნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა ის ჩაშლის მოლაპარაკებებსაც ბოლომდე. მან გაიტანა ქონების უმეტესი ნაწილი, გარდა უძრავი ქონებისა, რომელსაც ახლა ზურგზე ვერ მოიკიდებს, მაგრამ გადააფორმა ფონდზე. ორი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ისინი ემზადებიან ხელისუფლებიდან წასასვლელად. ერთი ის, რომ და ეს ციფრებში ჩანს საქსტატის, შარშან ინვესტიციები მასობრივად გაედინა საქართველოდან და ინვესტორი საქართველოში არის მხოლოდ ერთი და მას ჰქვია ივანიშვილი, იმიტომ რომ სხვა ინვესტორი დიდი ხანია დაბლოკილი ჰყავს. ინვესტიციები გაედინა, ე.ი. მან გაიტანა თავისი ფული ოფშორებში და მეორე, რომ ღარიბაშვილი ისტერიულად იმეორებს 10 წელი, რომ ეს არის 2010-2011 წელი, იმიტომ რომ 10-წლიანი ვადა ხანდაზმულობის დანაშაულზე შევიდეს ძალაში. ე.ი. ორი ნიშანი, რომ ისინი ემზადებიან ხელისუფლებიდან წასასვლელად. მაგრამ ეს რომ არ მოხდეს, ამისათვის ისინი ელაპარაკებიან რუსებს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.