საქართველოს საპატრიარქო: „გირჩის“ მიერ შექმნილი „ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილმა წევრებმა, რომლებსაც მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება სურთ, უნდა მიმართონ მღვდელმსახურს და ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ დაადასტურონ საკუთარი გადაწყვეტილება
13-03-2021, 20:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფოტო: მარინა აბულაძის Facebook-ის გვერდიდან. 

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების“ ყოფილ წევრებს, რომლებსაც სურთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნება, მართებთ, მიმართონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც განუცხადებენ თავიანთ სურვილს ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ.
 
 


საპატრიარქოს ცნობით, მღვდელმსახური ვალდებულია, აღნიშნულ პირებს გაესაუბროს და განუმარტოს ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საკითხები. მას შემდეგ, რაც მღვდელი დარწმუნდება ასეთი პირის გულწრფელ სინანულში, მის სახელზე უნდა გასცეს რეკომენდაცია ეპისკოპოსთან წარსადგენად; რომელმაც ე.წ. „სინანულის ფურცელზე“ მას ხელმოწერით უნდა დაადასტურებინოს საკუთარი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ წაუკითხოს შენდობის ლოცვა და მის სახელზე ინდივიდუალურად გასცეს ე.წ. ,,შენდობის ფურცელი“ პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით. აღნიშნული პროცედურის შემდეგ ასეთი პირი კვლავ ჩაითვლება მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

 


აქვე თანდართულია „სინანულისა და შენდობის ფურცლების ნიმუშები“:

 


„სინანულის ფურცელი (განცხადება)

 


მე, (სახელი, გვარი), რომელიც გაწევრიანებული ვიყავი პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანულ, ევანგელისტურ, პროტესტანტულ ეკლესია – ბიბლიურ თავისუფლებაში“.

 


სასულიერო პირის სტატუსით, მსურს კვლავ დავუბრუნდე საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს. ვაცნობიერებ რა ჩემს დანაშაულს, გამოვთქვამ სინანულს ჩემი ქმედებების გამო და ვითხოვ შენდობას.

 


შენდობის ფურცელი

 


შენდობის ფურცელი ეძლევა (სახელი, გვარი) ნიშნად იმისა, რომ დატოვა რა პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილი „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“, რომელშიც გაწევრიანებული იყო სასულიერო პირის სტატუსით, და გამოხატა რა სინანული თავისი ქმედებების გამო, ნებაყოფლობით დაუბრუნდა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღს“.

 


საპატრიარქოს განცხადებით, „სინანულისა და შენდობის ფურცლებს“ ეპისკოპოსის ან მღვდლის ხელმოწერა უნდა ახლდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი