გულდაწყვეტილი პრემიერი ოპოზიციაზე: სულ რაღაც ორი წლის წინათ მათ ამაზე ოცნებაც არ შეეძლოთ
18-02-2014, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივას რევოლუციურს უწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას გული სწყდება, რომ ოპოზიცია ამ ცვლილებებს სათანადოდ ვერ აფასებს.

 

 


"ოპოზიციის სურვილები არასოდეს დამთავრდება. ეს მარტივი გასაგებია. მათ უნდათ, რომ ერთ დღეს ჩვენც წავიდეთ სახლებში და დავუთმოთ ადგილები, მაგრამ ასე არ გამოვა. ჩვენ ხალხმა აგვირჩია და გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. მოითმინონ, იმუშაონ, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ჩვენზე უკეთესები იქნებიან. თუ დადგება დრო და ხალხი გადაწყვეტს, მათაც მისცემს ხმას. რაც შეეხება ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ის, მართლაც, რევოლუციურია. ძალიან გული მწყდება, როდესაც ოპიზიციის წარმომადგენლები არ თუ ვერ აფასებენ აღნიშნულ ცვლილებებს. სულ რაღაც ორი წლის წინ მათ ამაზე ოცნებაც არ შეეძლოთ. გუშინ მე კოალიციის ლიდერებს შევხვდი და მათ შევთავაზე, რომ ბარიერი 50%-მდე აგვეწია როგორც თვითმმართველ ქალაქებში ასევე, რაიონებში. შესაბამისად, მოხდება ცვლილება, აღნიშნული ინიციატივა კანონში აისახება, ყველა მერი და გამგებელი ერთი პრინციპით აირჩევა", – განაცხადა პრემიერმა.

 


პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა და მაქსიმალურად თანაბრად კონკურენტუნარიანი პირობები შესთავაზა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას. "ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალე პოლიტიკას ვაწარმოებთ და ის პირობები, რაც ავსახეთ კანონმდებლობაში, მართლაც, არის რევოლუციური", -აღნიშნა პრემიერმა.

 


ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი დიდ კატასტროფას ვერ ხედავს, თუ ამა თუ იმ რაიონში მეორე ტური დაინიშნება. "ეს არის გამჭვირვალე პროცესი და იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ რეალურ დემოკრატიას ვამკვიდრებთ ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ ჩვენს კანდიდატებს არ ეყოლებათ რეალური კონკურენტები. ჩვენ არავითარი გამოწვევებისა და რისკების არ გვეშინია, პირიქით. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ მზად ვართ, ღია და სამართლიანი, კონკურენტუნარიანი ბრძოლისთვის", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=10954 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი