თურქეთი ძალზე გააქტიურებულია და ჩქარობს... ერდოღანმა შეძლო ის, რომ ყველა კოლონა (ე.წ. „მე-5 კოლონა“) მოისროლა ჯარიდანაც და სახელმწიფო სამსახურიდანაც!... როცა გყავს „მე-5 კოლონა“ - სახელმწიფო მუდმივი დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ იქნება
14-03-2021, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გახდება თუ არა თურქეთი ბირთვული სახელმწიფო?!

 

„ატომური ელექტროსადგული (აეს) აკუიუ“ იქნება თუ არა ამის გარანტი (ცხადია, რუსების დახმარებით)?!

 

„აეს აკუიუ“ რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პროექტია!

 

ეს მრავალი გეოპოლიტიკური კონტექსტის შემცველი თანამშრომლობაა, და არ იკეტება ენერგეტიკის ინტერესებით!


დიახ!

 

თურქეთი 2023 წელს მიიღებს 4 800 მგვტ ელექტროენერგიას, - მისი ინვესტიცია ამ პროექტში კოლოსალურია - 20 მლრდ აშშ დოლარი! ყველაფერი კეთდება სუპერ-თანამედროვე სტანდარტების დონეზე რუსების გამოცდილებისა და პრაქტიკის საფუძველზე!

 

თურქეთი - ამბიციური ელიტების მიერ მოდერნიზირებული სახელმწიფო - თავის აღმასვლას თურგუთ ოზალის პრემიერ მინისტრობიდან იწყებს!

 

მომწიფებულმა და განვითარების მოსურნე პოლიტიკურმა ელიტებმა მოიყვანეს ოზალი და პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვეს, რომ მას დიდი მოდერნიზაცია გაეკეთებინა?!

 

რატომ მოიყვანეს?

 

არ ჰყავდათ იქვე ვინმე ბიძაშვილ-მამიდაშვილი ანდა ქლესა პარტიული სერვის-ტიპი?!

 

იმიტომ მოიყვანეს, რომ კვერცხებიან კაცებმა იციან - სახელმწიფოს აგება და განვითარების ორბიტაზე გაყვანა ყველას არ შეუძლია - ეს უმძიმესი, ურთულესი და კომპლექსური საქმე მხოლოდ ერთეულებს ხელეწიფებათ!


ქართველ ... ელიტებს ამ აზროვნებამდე ჯერ ბევრი უკლიათ - ამიტომ ელიტების ჩანაცვლება ამბიციური (საუკეთესო გაგებით) განვითარების მოსურნე და პასუხისმგებლობის მქონე ხალხით გარდაუვალია:

 

„ან - ან“: ან განვვითარდებით და შევინარჩუნებთ სახელმწიფოს, ანდა, დავემშვიდობებით მას.

 

თურქები ჩქარობენ:


ერდოღანმა შეძლო ის, რომ ყველა კოლონა (ე.წ. „მე-5 კოლონა“) მოისროლა ჯარიდანაც და სახელმწიფო სამსახურიდანაც! ერდოღანი და მისი გარემოცვა მიხვდა იმას, რაც სულაც არ იყო ძნელი: ჯერ ერთი, ის, რომ როცა გყავს „მე-5 კოლონა“ - სახელმწიფო მუდმივი დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ იქნება და ვერასდროს განვითარდება;

მეორე ის, რომ:


(ა) თუ თურქები ვერ აღადგენენ თავის გავლენებს ყოფილი ოსმალეთის 700-წლოვანი იმპერიის საზღვრებში, მათ არც საკუთარი ახლანდელი ტერიტორიები შერჩებათ!

 

ამიტომ თურქეთი ძალზე გააქტიურებულია:

 


(ბ) ბალკანათში და სერიოზული დასაყრდენი აქვს;


(გ) სამხრეთ კავკასიაში და სერიოზული დასაყრდენი აქვს (განსაკუთრებით გონებადაკარგულ საქართველოში, რომელიც საკუთარი თავის ძირგამომთხრელ პოლიტიკას ეწევა);


(დ) შუა აზიაში და სერიოზული დასაყრდენი აქვს.


ამასთან, თურქებმა ზუსტად იციან საკუთარი შესაძლებლობები და შეუწყვილდნენ რუსებს, თუმცა, არ იტყვიან უარს ნატოზე.


თურქები ზუსტად მიხვდნენ, რომ მათ არანაირი შანსი ევროკავშირში ინტეგრაციისა აღარ აქვთ და აღარც სჭირდებათ! დასუსტებული ევროპა თავად ხდება თურქული „რბილი ძალის“ გავლენის ქვეშ!
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თურქული „რბილი ძალის“ საუკეთესო დამხმარე ბალკანეთსა (მათ შორის, ბულგარეთში!) და სამხრეთ კავკასიაში რუსოფობია და რუსოფობიის კულტივირებაა, რასაც ექნება სერიზული შედეგები!


თურქები არ იაქტიურებენ, მაგრამ დაელოდებიან ამ ფობიების შედეგებს: საბოლოო ჯამში, სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი მონახავენ საერთო ენას რუსებთან!

ეს დღესავით ნათელია:


რუსებიც განიხილავენ შესაძლო დათმობების საკითხს სხვა მიმართულებით კომპენსაციების მიღების სანაცვლოდ:


დიდ პოლიტიკაში ცალმხრივად არაფერი ხდება!


მოკლედ, ახლა ამით დავასრულებ!


ამ თემას გავაგრძელებ (ცოტა მოგვიანებით).


უწყვეტად ვწერ, რომ დიდი გეოპოლიტიკური ინტერესების ფარგლებში ძალზე ღრმა პროცესები ვითარდება, ქართული პოლიტელიტა კი უკანალშია შედენილი და მარაზმამდე დასული, რაც საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს!

 

ჩემი მიმართვაც გაქვთ და ჩემი განწყობაც იცით - თუ გონივრულად არ ვიმუშავებთ, მერე გვიან იქნება!

 

 

დემურ გიორხელიძე,


ანალიტიკოსი


წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი