ფოტო: მამუკა ქუთათელაძის Facebook-ის გვერდიდან
„თითოეული ჩვენგანი პასუხიმგებელი ვართ ამ პროცესზე, რომ ვიდრე ბოლომდე არ მივიყვანთ, შეგვიძლია ფიციც ვთქვათ, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავთ საკუთარ მიწას და საკუთარ ინტერესს“, განაცხადა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქციაზე ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ თავიდან ხუთი ადამიანი ვიყავით და დღეს ვდგავართ ათასობით ადამიანი, რადგან ჩვენ დავდექით სიმართლის მხარეს და სიმართლემ გაზარდა ჩვენი რაოდენობა. რაც უნდა ძლიერი იყოს მტერი, რომელიც გვიპირისპირდება, აუცილებლად სიმართლით დავამარცხებთ ამ მტერს. ეს არის ქართული მიწის დაცვის საკითხი, ჩვენ არასოდეს მოგვწყინდება ჩვენი ქვეყნის მიწის დაცვა. ეს იქნება ცივი გონებით განსაზღვრული მოქმედებები და ეს არ იქნება ემოციური მოქმედება. გაცილებით მეტი ადამიანი დადგება ამ, ან სხვა მოედანზე და ჩვენი ინტერესები არ დახურდავდება ვიწრო ინტერესებზე“, აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების ნაწილი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. ასევე შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ჩაენაცვლებიან სოფელ ნამოხვანში გაშლილ კარვებში ღამის გასათევად.
პროტესტის 141-ე დღეს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ერთი მოთხოვნა დაემატა – თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. აქციის მონაწილეები დღესვე ხელმოწერებს შეაგროვებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.