ამირან გამყრელიძე 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას არ გამორიცხავს
15-03-2021, 12:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIAN.GE-ის ფოტო: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი

 

ამირან გამყრელიძე ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას არ გამორიცხავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს იმაზე, სრულად მოიხსნება ეს შეზღუდვა, თუ რამდენიმე საათით შემსუბუქდება.

 

 

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნება, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება განვიხილოთ. დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე - ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ეს შეზღუდვაც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 


საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა უკვე რამდენიმე თვეა, რაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი