საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ჯერჯერობით პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა და მოუწოდებს მოსახლეობას მხოლოდ პროფესიონალებს დაუჯერონ.
„საქართველოში უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა ეპიდემიასთან ეფექტური ბრძოლისთვის. „ასტრაზენეკა“ დადასტურებულად უსაფრთხოა და მას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იყენებენ, უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი. იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომ დანიაში, ავსტრიასა და რამდენიმე ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში შესასწავლად შეჩერდა პროცესი, დასკვნა გუშინწინ დაიდო და ითქვა, რომ ეს გართულებები, ერთი ფატალური შემთხვევა კავშირში არ არის ვაქცინაციასთან.
ჯერჯერობით ვაქცინაცია პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. ყველას ვთხოვ, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროფესიონალებს დაუჯერონ. „ასტრაზენეკას” ვაქცინა არის უსაფრთხო და ყველამ უნდა გაიკეთოს“, განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.