(GUARDIAN.GE) - ექიმმა ანტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მისი სურვილია ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოიყენოს თავისი წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა „რესპუბლიკელებს“ შორის, რათა დაარწმუნოს უფრო მეტი მისი მიმდევარი გაიკეთოს COVID-19-ის ვაქცინა.
აშშ-ის ინფექციური დაავადებების მთავარმა ექსპერტმა ამერიკულ სატელევიზიო არხს უთხრა, რომ უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რომ ვაქცინაციაზე უარი ტრამპის მხარდამჭერებმა თქვან.
მისი აზრით, „თამაშის წესების შემცვლელი“ იქნებოდა ქვეყნის ვაქცინაციის ძალისხმევაში, თუკი ყოფილი პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის „წარმოუდგენლად დიდ გავლენას“ „რესპუბლიკელებს“ შორის.
„თუკი ის გამოვიდოდა და იტყოდა, ‘წადით და გაიკეთეთ ვაქცინა - ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისათვის, თქვენი ოჯახისა და თქვენი ქვეყნის ჯანმრთელობისათვის’, აბსოლუტურად გარდაუვალად ჩანს, რომ ადამიანების უდიდესი უმრავლესობა, რომლებიც მისი მიმდევრები არიან, მოუსმენდნენ მას“, უთხრა ფაუჩიმ „ფოქს ნიუს სანდეის“.
ფაუჩის კომენტარს ტრამპის ოფისი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
ტრამპმა, 2 კვირის წინ ფლორიდაში, კონსერვატიულ პოლიტიკურ შეკრებაზე, დაჟინებით მოუწოდა ადამიანებს გაიკეთონ ვაქცინა, მაგრამ ის არ ყოფილა ყოფილ პრეზიდენტებსა და სხვა საჯარო ოფიციალურ პირებს შორის, რომლებმაც ვაქცინა სხვების წასახალისებლად კამერების წინ გაიკეთეს. მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი, რომ ტრამპმა ოფისის დატოვებამდე თეთრ სახლში ვაქცინა კონფიდენციალურად გაიკეთა.
სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერებს, მათ შორის განსაკუთრებით შავკანიანებსა და სხვა ჯგუფებს შორის, ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილთა რაოდენობა დიდია. ფაუჩი ამბობს, რომ მას არ ესმის ვაქცინისადმი წინააღმდეგობის გაწევის აზრი.
„რა არის პრობლემა აქ? არის ვაქცინა, რომელიც სიცოცხლის გადამრჩენი იქნება მილიონობით ადამიანისათვის. უბრალოდ, ვერ ვხვდები ამის მიზეზს, როცა შენ გაქვს ვაქცინა, რომელიც 94-95%-ითაა ეფექტური და ძალიან უსაფრთხოა. უბრალოდ არ მესმის“, განაცხადა ფაუჩიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.