ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური საკითხების დაახლოების მიზნით უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება და ინტენსიურ რეჟიმში მართავს შეხვედრებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები.
„ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა ამ დილით, დღის განმავლობაში კიდევ გვექნება შეხვედრები. ახლა პრეზიდენტთან მექნება შეხვედრა. პრეზიდენტ მიშელისგან მაქვს ამოცანა, რომ დავეხმარო მედიაციას, სწორედ ამიტომ ვრჩები. უკვე ვთქვი, რომ ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომელიც გადაუწყვეტელი რჩება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები იყვნენ კონსტრუქციულები, რომ კვლავ დავინახოთ კომპრომისის საჭიროება“, განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
ამ წუთებში დანიელსონი ორბელიანების სასახლეში იმყოფება, სადაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.