ირაკლი ღარიბაშვილი: დაქირავებული მწამებელი, რომელსაც 30 ლარად ქართველი კაცი უნდა გაეუპატიურებინა, არის სახე სააკაშვილის
24-10-2015, 06:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი ადამიანების წამებისა იყო სააკაშვილი. სწორედ ის და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ - ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საბოლოოდ უთხარით უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა, სადაც მან შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარადგინა.

როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ სამი წლის განმავლობაში ყველაზე მთავარი, რაც საქართელოს მოსახლეობას, ხალხს დაუბრუნდა, ეს არის თავისუფლება.

"თავისუფლებაა, რომელიც ჩვენს ხალხს ასე სწყუროდა ყოველთვის. გადახედეთ ჩვენს ისტორიას. ხალხმა შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა, ის სიდუხჭირე და გაჭირვება მოითმინოს, მაგრამ თუ რომელიმე ხელისუფალი შეეხება ქართველი კაცის ღირსებას და მის თავისუფლებას, მისი ბედი არის დასრულებული და ასეც მოხდა. თავიდან სააკაშვილმა დაიწყო კარგად, რეფორმებით, მაგრამ შემდეგ შეეხო ყველაზე მთავარს და აკრძალულს, არ შეიძლება ქართველ კაცს მიაყენო შეურაცხყოფა, არ შეიძლება ქართველ კაცს ღირსება შეულახო და თავისუფლება შეუზღუდო, ამიტომ მათი დრო საქართველოში დასრულებულია და ჩვენ გპირდებით, რომ ეს დროს საქართველოში არასდროს დაბრუნდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეო კადრები.

"უკაცრავად, რომ ასე ღიად გესაუბრებით, თუმცა ბევრს არ მოსწონს ჩემი რიტორიკა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემი ხალხი. ჩვენ თუ არ შევაფასეთ ერთად, თუ არ ვთქვით - არა ძალადობას და იმ ბნელ წარსულს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 3 წლის წინ იყო, ჩვენ წინ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ არსებობს. არ არსებობს მოძალადე პოლიტიკოსების ადგილი ქართულ სახელმწიფოში. ის საშინელი და შემზარავი ვიდეოები, რომელიც გამომჟღავნდა და კიდევ ერთხელ მხილებულ იქნა წინა ხელისუფლება, თუ როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ადამიანებს. ეს ხდებოდა აქ სამეგრელოში და არა მხოლოდ აქ, ყველა რეგიონში. ჩემი მინისტრობის დროს იქნა ეს საქმეები გამოძიებული. ჩვენ მაშინ გავხსენით შეკვეთილი მკვლელობის საქმეები, წამების, გაუპატიურების საქმეები. მივმართავ ოპონენტებს, ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ ეს ქვედა დონეზე ხდებოდა?! არა, მეგობრებო, ეს ყველაფერი თავიდან მოდის. მთავარი იდეოლოგი და არქიტექტორი ამის იყო სააკაშვილი. სწორედ ის და მისი გუნდი იყვნენ ამ მთელი სიბინძურის, სისასტიკის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ - ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საბოლოოდ უთხარით უარი 2012 წლის 1 ოქტომბერს და მე ძალიან მჯერა, რომ ეს უარი დადასტურდება ასევე 2016 წლის ოქტომბერში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ დაქირავებული მწამებელი, რომელსაც 30 ლარს უხდიდნენ, იმისთვის, რომ ქართველი კაცი გაეუპატიურებინა, არის სახე სააკაშვილის და მთელი "ნაციონალური მოძრაობის".

"ეს ადამიანები საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან. სწორედ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ ცდილობენ ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესების პოლიტიზებას, ისეთის, მაგალითად როგორიცაა ტელევიზია "რუსთავი 2", რომლის მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში იყო უცნობი, არც გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია, ან ვისი გახდება. ჩვენთვის და ჩემთვის არის მთავარი ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში. ჩემთვის მფლობელს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს მიერ და არა ჩვენი ჩარევით, ამიტომ ჩვენ ამ პროცესს აბსოლუტურად გავემიჯნეთ თავიდანვე. ჩვენ ვთქვით, ეს არის დავა, სააკაშვილს და ამ ტელევიზიის ყოფილ მფლობელს შორის, ქიბარ ხალვაშს შორის. ეს კაცი სამი წელი ცდილობდა ჩვენი დახმარებით, რომ რაიმე გაეკეთებინა, მიმართა მან პროკურატურას ათასჯერ, მთავრობას, პარლამენტს, ყველას მიმართა, რომ აღედგინა დარღვეული უფლებები, ეს წართმეული ქონება, მაგრამ მის მსგავსად საქართველოში არიან ათასობით ადამიანები, რომელთაც დაკარგეს საკუთარი ქონება, სახლები. ჩვენ შეგნებულად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რომ არ მიგვეცა საბაბი იმის თქმის, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვცდილობთ, თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ, ეს არ მოხდება. გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, რატომ არის მხოლოდ "რუსთავი 2" ოპოზიციური? ასევე "იმედი" არის ოპოზიციური, ასევე "მაესტრო", "პირველი არხი", ყველანი ოპოზიციური არიან, მაგრამ ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას. რამდენიც უნდათ იმდენი გვაკრიტიკონ, ოღონდ გვაკრიტიკონ ობიექტურად. ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები: 3
#3   Giorgi
      
კლაუსი,შენ დედა გყავს?

Kლაუსი,შენ დედა გყავს?
26 ივნისი 2018 20:40
#2   natia dobo
      
ციტატა: klausi
ეს ზღაპრები ღარიბაშვილმა მოუყვეს თავის ბიძა "კაკაშას".თუ რატომ გახდა საჭირო ის ციხის კადრები შექმნილიყო,ეს იცის საზოგადეობამ და არა ხალხმა(ანუ ბრბომ)-სწორედ ბრბოზე იყო გათვლილი ეს ყველაფერი. ამ სისაძაგლის დამკვეთი და ფულის გადამხდელი იყო ივანიშვილი.რატომ არ ისმება კითხვა შემდეგნაირად?როგორც კი გადაეცა ეს კადრები ივანიშვილს,რატომ მაშინვე არ გამოაქვეყნა?-რატომ ედო თაროზე ამდენი ხნის მანძილზე?-თუ ასე შესტკიოდა გული იქ ნაწამებ ხალხზე?-აი ეს არის მთავარი...დიახ-დიახ ეს იყო დაგეგმილი და დადგმული სცენარი,რომელიც იყო გათვლილი არჩევნებისთვის.რათქმაუნდა დამკვეთმა კარგად იცოდა,რომ ჩვენი ხალხი(ანუ ბრბო),ობივატელი ამას ვერ გაანალიზებდა და ისე "გადაყლაპავდა",როგორც ეს მის ავტორს უნდოდა და მართლაც ასე მოხდა.შედეგმაც არ დააყოვნა.

......
მაშინ მე გისურვებთ იმ ნაწამები 10 000 -ით თუ 100 000 არა ადამიანების ბედი გაგეზიარებინოს შენ და შენს ოჯახს და ს ბედნიერება არ მოუშალოს ღმერთმა დედაშენს რაც 10 000 გამწარებულმა დედებმა გადაიტანს
იმედია არ გეწყინება ეს ხომ შენი აზრიტ არ მომხდარა და აბა რა საწყენია
6 ნოემბერი 2015 13:13
#1   klausi
      
ეს ზღაპრები ღარიბაშვილმა მოუყვეს თავის ბიძა "კაკაშას".თუ რატომ გახდა საჭირო ის ციხის კადრები შექმნილიყო,ეს იცის საზოგადეობამ და არა ხალხმა(ანუ ბრბომ)-სწორედ ბრბოზე იყო გათვლილი ეს ყველაფერი. ამ სისაძაგლის დამკვეთი და ფულის გადამხდელი იყო ივანიშვილი.რატომ არ ისმება კითხვა შემდეგნაირად?როგორც კი გადაეცა ეს კადრები ივანიშვილს,რატომ მაშინვე არ გამოაქვეყნა?-რატომ ედო თაროზე ამდენი ხნის მანძილზე?-თუ ასე შესტკიოდა გული იქ ნაწამებ ხალხზე?-აი ეს არის მთავარი...დიახ-დიახ ეს იყო დაგეგმილი და დადგმული სცენარი,რომელიც იყო გათვლილი არჩევნებისთვის.რათქმაუნდა დამკვეთმა კარგად იცოდა,რომ ჩვენი ხალხი(ანუ ბრბო),ობივატელი ამას ვერ გაანალიზებდა და ისე "გადაყლაპავდა",როგორც ეს მის ავტორს უნდოდა და მართლაც ასე მოხდა.შედეგმაც არ დააყოვნა.
25 ოქტომბერი 2015 02:10
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი