აშკარად გამორჩეული დღე იყო. ისეთი ზეიმი იყო, როდესაც ხალხს რაღაც უხარია. დიდი ხანია, ადამიანების ასეთი სოლიდარობა არ მინახავს, – ასე შეაფასა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება.
მისივე თქმით, ამასთან ერთად საზოგადოებაში არის ანტივაქსერული განწყობა და საქმე გვაქვს პარადოქსთან, მოხდა „თვითლუსტრაცია ტელევიზიების, ასევე იმ ექსპერტების და იმ ძალების, ვინც ერთ ამბავს ტეხდნენ, სპეკულირებდნენ, მანიპულირებდნენ, რომ ქვეყანამ ვაქცინა არ შემოიტანა. ახლა უცებ გარდაიქმნენ, მოსახლეობას და ექიმებს მოუწოდებენ, რომ უარი თქვან ვაქცინაზე“.
„ამის პარალელურად, იყო ანტივაქსერული განწყობა, რომელიც სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც არის. ანტივაქსერებში ორი ჯგუფი უნდა გამოვყოთ, ერთი ურწმუნოებისა, რომლებსაც უბრალოდ არ სჯერათ ვაქცინის. ესენი ყველგან არიან და ყოველთვის იყვნენ. ასე იყო გრიპზე, წითელაზე და სხვაზე. მეორე, გაცილებით უარესი მოვლენა, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და პირდაპირ ვიტყვი, საქართველოსთვის, მოსახლეობისთვის არაკეთილმოსურნე ადამიანები ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებისთვის იყენებენ, მათ შორის პოლიტიკური სპეკულაციისთვის. არავისთვის დასამალი არ არის, რომ კოვიდინფექციის წარმატებით მართვა დიდი ხანია, პოლიტიკური შეფასებისა და კამათის საგნად გადაიქცა. კერძოდ, თუ პანდემიას ქვეყანა მართავს წარმატებით, ესე იგი მთავრობა კარგია, ცუდად თუ მართავს, მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი არ ვარგა. ვაქცინაზეც ანალოგიური იყო. თუ ვაქცინა არ იყო ქვეყანაში, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით დაგვიანდა, ეს ატაცებული იყო და ძალიან არაკეთილსინდისიერად გამოიყენებოდა, როგორც ქვეყნის, მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს სისუსტედ. მოხდა პარადოქსი, ამ ტელევიზიების თვითლუსტრაცია მოხდა, ასევე ამ ექსპერტების და ამ ძალების, ვინც ერთ ამბავს ტეხდნენ, სპეკულირებდნენ, მანიპულირებდნენ, რომ ქვეყანამ ვაქცინა არ შემოიტანა. ახლა უცებ გარდაიქმნენ, მოსახლეობას და ექიმებს მოუწოდებენ, რომ უარი თქვან ვაქცინაზე. ეს დაუჯერებელი სიტუაციაა“, განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.