"ბ–ნო პაატა, ქართველი ხალხის სიყვარულს გაუფრთხილდით!"
24-10-2015, 07:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გამოჩენილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ განცხადება გაავრცელა. – "ის, რაც დღეს ხდება "რუსთავი 2"-ის გარშემო საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენ ყველამ არაერთხელ გამოვიარეთ. ძალიან შემაშფოთებელია ის აშკარა ფაქტი, რომ ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესმა კვლავ გააჩინა ორი დაპირისპირებული მხარე. დაძაბულობა მართლაც რომ პიკს აღწევს და მივიჩნევ, რომ დაუყონებლივ საჭიროა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც სიტუაციის განმუხტვაზე იმუშავებს. ისევე, როგორც ალბათ მრავალ ქართველს, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ბედი და სახელმწიფოებრიობა, მეც მინდა მჯეროდეს, რომ მიმდინარეობს სასამართლო დავა კერძო საკუთრებაზე. მაგრამ ამ აზრის განვითარებისთვის არგუმენტების სიმწირე უამრავ ეჭვს ბადებს. მით უფრო დამაფიქრებელია ამ თემის გააქტიურება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და სხვადასხვა ტელეკომპანიაში დახურული პოლიტიკური თემატიკის გადაცემების ფონზე. მივმართავ თხოვნით ყველას, ვის კომპეტენციაშიც ეს საკითხი შედის - იმისათვის, რომ განიმუხტოს არსებული დაძაბულობა და გაქარწყლდეს ეჭვები გთხოვთ, გადაიდოს სასამართლო პროცესი არა 26 ოქტომბრამდე არამედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე", - პაატა ბურჭულაძე.

 

 

არ შემიძლია, რომ არ გამოვეხმაურო პაატა ბურჭულაძის ამ "განცხადებას", რადგანაც მისი ტალანტის და საზოგადოებრივი საქმიანობის პატივისმცემელი გახლავართ. უწინარესად, მინდა ვთქვა, რომ ბ–ნი პაატა მის ამ განცხადებაში უშვებს რამდენიმე "ლაფსუს, რომლებიც არ შეესაბამებიან სინამდვილეს. პირველი ის, რომ ქართულ საზოგადოებაში "ორი დაპირისპირებული მხარე" არ არსებობს, არამედ არის მცირერიცხოვანი ჯგუფი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების (ძირითადად, "ნაცმოძრაობის" აქტივისტების!) რომლებიც ტელეკომპანია "რუსთავი 2" – თან დაკავშირებულ წარმოებულ სასამართლო დავას უკავშირებს ყურით მოთრეულ "თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის" თემატიკას, რაც სრული აბსურდია. მეორე და მეტად გასაოცარი მოსაზრება, რომლებიც "შეპარვია" ჩვენს სასიქადულო მომღერალს, გახლავთ ის, რომ ბ–ნი პაატასთვის "თურმე არგუმენტების სიმწირე უამრავ ეჭვს ბადებს", თუ რამდენად წარმოადგენს ეს სასამართლო პროცესი ორი კერძო მხარის დავას. საოცარი ის არის, რომ ბ–ნი პაატა, თითქმის ერთი–ერთში იმეორებს ნაცაქტივისტების ხედვას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში?! მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ განცხადებაში არის ის, რომ მისი დამამთავრებელი ნაწილი მთლიანად პოლიტიზირებულია, რაც არ არის დამახასიათებელი ბ–ნი პაატასთვის, როგორც ხელოვანისთვის და საზოგადო მოღვაწისთვის. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, უკაცრავად და, თითქოს სხვისი დაწერილია, ან ნაკარნახევია ეს ტექსტი. თქვენ თვითონ განსაჯეთ, აი, ბ–ნი პაატას ციტატა:"დამაფიქრებელია ამ თემის გააქტიურება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და სხვადასხვა ტელეკომპანიაში დახურული პოლიტიკური თემატიკის გადაცემების ფონზე". და მეოთხე, ბ–ნი პაატას სრულიად უცნაური და ალოგიკური თხოვნა თუ "სურვილი":"მივმართავ თხოვნით ყველას, ვის კომპეტენციაშიც ეს საკითხი შედის - იმისათვის, რომ განიმუხტოს არსებული დაძაბულობა და გაქარწყლდეს ეჭვები გთხოვთ, გადაიდოს სასამართლო პროცესი არა 26 ოქტომბრამდე არამედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე". – ისმის კითხვა, თანაც საფუძვლიანი, სად და რომელ სახელმწიფოში მომხდარა "ან იქნებ გაუგონია" ასეთი ფაქტის შესახებ ჩვენს ცნობილ მომღერალს, რომ თუნდაც ძალიან დამსახურებული ადამიანის "თხოვნით", იმ ქვეყნის სასამართლოს ერთი წლით გადაედოს სასამართლო განჩინების გამოტანა?! კი მაგრამ, ბ–ნო პაატა, რას ეუბნებით იმ მხარეს, რომელიც დაჩაგრულად მიიჩნევს თავს და დიდი მოლოდინით ელის სასამართლო გადაწყვეტილებას? ბ–ნო პაატა, განა არ იცით, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა ყოვლდ დაუშვებელია და სწორედ ასეთი ქმედება წარმოშობს იმ "ეჭვებსა და არგუმენტების სიმწირეს", რომელზედაც ასე გულდათუთქული მიუთითებთ ზემოთ აღნიშნულ თქვენს განცხადებაში?! იცით რა, ბ–ნო პაატა, გირჩევთ, რომ "პოლიტიკურ ლაბირინთებს ერიდოთ", ქართველი ხალხის სიყვარულს გაუფრთხილდეთ, იმღეროთ და ქველმოქმედება განაგრძოთ, ეს თქვენ ხელგეწიფებათ და საზოგადოებაც მუდამ მადლიერი იქნება!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი