ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელის პოზიცია არის, რომ შევძლოთ რაც შეიძლება მოკლე დროში კომპრომისი, მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში
15-03-2021, 22:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შარლ მიშელის პოზიცია არის, რომ ჩვენ შევძლოთ რაც შეიძლება მოკლე დროში საერთო ენის გამონახვა და კომპრომისი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

 

 

მან აღნიშნა, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.

 

 

„დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ უშუალოდ არის ჩართული მედიაციის პროცესში. მისი წარმომადგენელი იმყოფება ამჟამად თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებებს, როგორც ოპოზიციასთან, ისე ჩვენს პარტიასთან. პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალაც გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. მინდა, ერთი რამ კიდევ ერთხელ ცხადად განვაცხადო-ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით იმის თაობაზე, თუ რა არის ჩვენი პოზიცია. მე ბატონ შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი პარტიის, მთავრობის სახელით ჩვენი პოზიცია და მან, ბუნებრივია, ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული მანერით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს ამ დიალოგის პროცესს, არამედ პირიქით, გააღრმავოს უფსკრული. ამის არაერთი მცდელობა, არაერთი პროვოკაცია ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს. საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და ამ შემთხვევაში, იგივე ბატონი შარლ მიშელის საბოლოო სურვილი და ამოცანაა, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა. ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება მომდევნო დღეებში. თავს შევიკავებ ჩვენი კონკრეტული პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან შეთანხმება და მოლაპარაკებები დასრულებული არ არის“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი