ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ მთისძირში მცხოვრებ ფერმერ ქალს, ქეთევან თომეიშვილს ესტუმრა
16-03-2021, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ მთისძირში მცხოვრებ ფერმერ ქალბატონს, ქეთევან თომეიშვილს შეხვდა, მისი მეურნეობა დაათვალიერა და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას დაპირდა.

 


ვანის მერიის ცნობით, ემიგრაციიდან დაბრუნებლმა ქეთევანმა, 2016 წელს, სასათბურე მეუნეობა კიტრის მოყვანით დაიწყო, მან ისარგებლა შეღავათიანი აგრო კრედიტით და აგროწარმოების სახელმწიფო პროგრამით, რაც კარგად დაეხმარა მეურნეობის განვითარებაში.

 


სადღეისოდ, იგი 2 000 კვადრატულ მეტრი ფართობის მქონე სათბურს ამუშავებს და წელიწადში 20 ტონამდე კიტრის მოსავალს იღებს.

 


მას თავის სათბურებში ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახის ბოსტნეული კულტურები, წელს კი მარწყვის პირველ მოსავალსაც აიღებს.

 

 

ქეთევან თომეიშვილის ფერმერულ მეურნეობაში 6 ადგილობრივია დასაქმებული, მან კოვიდ პანდემიის გამო თანამშრომლებს ანაზღაურებაც გაუზრდა და ერთი სათბური მთლიანად დამხმარე ქალებს აჩუქა. ამ დროისთვის ამ სათბურში ქალბატონები ქინძის მოსავალს იღებენ , მოყვანილი პროდუქტის გასაღებაში კი ისევ ქეთევანი ეხმარება მათ, სრულიად უსასყიდლოდ.

 

 

თომეიშვილის მეურნეობა 2016 წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა და სათბურების გარდა მოიცავს ღორების და ქათმების ფერმას. მას ფერმაში ჰყავს იშვიათი ჯიშის ფრინველები, მათ შორის კოლხური ხოხობიც, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა საჩუქრად გადასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი