საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა მიღება გრძელდება
16-03-2021, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრაციის შედეგად შეირჩნენ, დღეს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შეიკრიბნენ, სადაც მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლამდე შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდათ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, გასულ წელს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ.

 


საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მიმართ ინტერესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად მუშაობის და გატარებული რეფორმების შემდეგ გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით თითქმის სრულად შეჩერდა ჯარიდან გადინების პროცესიც. რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაივლიან.

 


8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან. მათ მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი