დავით სერგეენკო: „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ბრიტანულ-შვედური წარმოების, დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი და აქედან 11 მილიონი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში
16-03-2021, 14:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ამ მხრივ საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი დაიწყო.

 


„თუკი აქამდე პანდემიასთან ბრძოლისთვის არსებობდა მხოლოდ მობილობის შემცირების, დისტანცირების, ნიღაბის, ხელების დამუშავების ინსტრუმენტები, ამას დაემატა უმძლავრესი ტექნოლოგია, ვაქცინაცია. შეგახსენებთ, ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, ვიდრე ვაქცინაციაა“, განაცხადა დავით სერგეენკომ.

 


მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ბრიტანულ-შვედური წარმოების, დღეს კი მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი და აქედან 11 მილიონი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში.

 

 

„პირველი ჩემი თხოვნა, თუ გნებავთ უმორჩილესი თხოვნა და მოწოდება იქნებოდა, რომ ამ ინფორმაციაზე მოვუსმინოთ მხოლოდ პროფესიონალებს, მხოლოდ დარგის პროფესიონალებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს არ არსებობს ისეთი ინდუსტრია, რომელიც ასეთი დეტალური კონტროლის ქვეშ არის როგორც ეფექტურობის, ისე გვერდითი მოვლენების კუთხით. მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახეობის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისთვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა. ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული საქართველოში, გარდა იმისა, რომ მწარმოებელ ქვეყანაში უნდა იყოს აღიარებული, ასევე აღიარებული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ოფიციალური აღიარება ჰქონდეს ხარისხსა და უსაფრთხოებას.

 


„ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის ბრიტანული წარმოების, ბრიტანულ-შვედური წარმოების. ცნობისათვის, დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი და აქედან 11 მილიონი მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, დიდ ბრიტანეთში. იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით მოვიცავთ ვაქცინაციას, რათა მოსახლეობაში შეიქმნას კოლექტიური იმუნიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებით გამოჩნდება პირდაპირი ზემოქმედების მედიკამენტი, როგორც სხვა ეპიდემიის შემთხვევებში იყო. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩემი მოწოდება, რომ ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ინფექციური დაავადებების პრევენციისათვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია“, განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი