თბილისის ვიცე-მერი: დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის განხილვის ეტაპზეა
16-03-2021, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის განხილვის ეტაპზეა.

 


ვიცე-მერმა სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებული გარემოებები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, თუმცა, პროექტირების ეტაპი პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, ჯერ არ დაწყებულა.

 

 

ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქის მერია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას განხილვის შედეგად, ახლო მომავალშიმიიღებს.

 


„მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით, ჯერ უარი არავის უთქვამს. აღნიშნული პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისგან. პირველი იყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევიდან გამომდინარე, რომელიც სამ ვარიანტზე მზადდებოდა, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და შემდეგში, თუ რომელი ვერსია უნდა განეხორციელებინა საპროექტო კომპანიას. ამის შემდეგ, გადავიდოდით სამშენებლო ეტაპზე. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილია, ხოლო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, ჯერ მიღებული არ გვაქვს. პანდემიიდან გამომდინარე,კიდევ უფრო გართულებულია მდგომარეობა. ერთი მხრივ, სახსრების მობილიზებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გამო, მეორე - პანდემიამსატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირებაზე დიდი გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა. განხილვის დასრულებამდე კი რთულია იმის თქმა, რომელ ვერსიას გავყვებით და საერთოდ, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული ინფრასტრუქტურაა“, განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 


თბილისის ვიცე-მერმა პროექტის ბიუჯეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 მილიონი ლარი არაკვლევის, არამედ პროექტირების მთლიანი ხარჯია.

 


„12 მილიონი ლარი კვლევაში არ გადაგვიხდია. 12 მილიონი იყო პროექტირების ხარჯი, რომელზეც ჯერ არ გადავსულვართ. პროექტირებაზე გადავალთ მას შემდეგ, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად დავადგენთ, რომ გვჭირდება პროექტი და შემდეგ, მშენებლობა. არავინ იძლევა იმის პირობას, რომ კვლევის საფუძველზე, უარყოფითი ან დადებითი გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ სწორედ ამ კვლევის საფუძველზე განვიხილავთ და თუ ვიტყვით, რომ პროექტის განხორციელება გვინდა, მაშინ მოგვიწევს 12 მილიონი ლარის და შემდეგში უკვე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის გადახდა ინფრასტრუქტურის მოწყობაში. მთლიანად, პროექტის ღირებულებამ შეიძლება 300-400 მილიონი ლარი შეადგინოს, რადგან საუბარი იყო 150 მილიონ აშშ დოლარზე. 2020 პანდემიის წელი იყო და 2021 წელი ჯერ კიდევ პანდემიის წელია. განახევრებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის მთავარია მივიღოთ არა სწრაფი, არამედ სწორი გადაწყვეტილება“, აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

 


დედაქალაქის ვიცე-მერი ზონალური პარკირების საფასურსაც შეეხო დაგანაცხადა, რომ ამ ეტაპზე, პარკირების საფასურის ზრდა არ იგეგმება.

 


„ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალის გაფართოება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით განცხადებები ხვალინდელი მთავრობის სხდომაზე გაკეთდება, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება ფასებს, დღეს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გაზრდა გეგმაში არ გავქვს“, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი