დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ამ ეტაპზე, პარკირების საფასურის ზრდა არ იგეგმება, თუმცა აღნიშა, რომ მოხდება ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალის გაფართოება.
„ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალის გაფართოება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით განცხადებები ხვალინდელი მთავრობის სხდომაზე გაკეთდება, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება ფასებს, დღეს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გაზრდა გეგმაში არ გავქვს“, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.