საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე - „ჰიგიენურ საშუალებებსა (ტუალეტის ქაღალდებსა და საპონზე)“ და საპროტოკოლო ხარჯებთან დაკავშირებით შენიშვნებს არასერიოზულად მიიჩნევს.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰიგიენური საშუალებების წლიური ხარჯი არ მოიცავს მხოლოდ ქაღალდისა და საპნის ხარჯს, ის მოიცავს ასევე, კოვიდის პრევენციის მიზნით შეძენილ სადეზინფექციო საშუალებებსაც.
საკითხი, რომელზეც გვსურს საზოგადოების ინფორმირება, ეს არის ადმინისტრაციის ავტოპარკი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული ავტოპარკი:
▪️ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ (2013) - 60 მანქანა;
▪️ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ (2018) - 44 მანქანა;
▪️ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ბალანსზე (2021) - 23 მანქანა, რომელთაგან უმეტესობა (15 ავტომანქანა) 2008 -2011-2012 წლის გამოშვებაა და შესაბამისად, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ხარჯებს საჭიროებს.
„TV პირველი“ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ავტომობილების მომსახურებასა და შეკეთების ხარჯებთან დაკავშირებით. მათ მიერ მითითებული თანხა - ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, კომპანიის მიერ ტენდერში შემოთავაზებულ წინადადებას (პრეისკურანტს) წარმოადგენს. გაფორმებული ხელშეკრულების თანხა კი, არაუმეტეს 54 728 ლარია.
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის განმავლობაში ადმინისტრაციას არ შეუძენია არც ერთი ავტომობილი. რაც შეეხება პრეზიდენტს, როდესაც ის ფეხით არ დადის, სარგებლობს 2010 წელს გამოშვებული ავტომობილით“, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.