ირაკლი ღარიბაშვილი: შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება
17-03-2021, 08:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, ხოლო პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვება არა მისი, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლოს შემდგომი რეფორმა აუცილებელია.

 


„სასამართლო რეფორმა კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენთვისაც. ვალდებულება გვაქვს ნაკისრი სასამართლო სისტემის რეფორმაზე. ბევრი მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით. არ ვაჭარბებ, 2012 წელს რომ მოვედით, კატასტროფული სიტუაცია იყო, ბევრი რეფორმა განხორციელდა.

 


რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას. პოლიტიკოსობა მიზეზი არაა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ესაა სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაათავისუფლოს.

 


რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩემი პრეროგატივა არაა, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ეუთომ“, „ოდირმა“, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტული, სამართლიანი და თავისუფალი იყო. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი