დავით ზალკალიანი: „ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს“ და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თემა „ერთხელ და სამუდამომ მოხსნილია დღის წესრიგიდან“
17-03-2021, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს“ და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თემა „ერთხელ და სამუდამომ მოხსნილია დღის წესრიგიდან“. მისი თქმით, ბორელმა „ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი“.

 

 

„მკაფიო განცხადება გაკეთდა და მე მგონი კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები აღიარებულია, არჩევნები აღიარა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ყველა მთავარმა სამონიტორო ორგანიზაციამ, მათ შორის ეუთო-ოდირმა. განცხადება უმაღლესი წარმომადგენლის ასევე მიანიშნებს, რომ ევროკავშირი არ განიხილავს არანაირ ადრეულ არჩევნებს, ამიტომ, არჩევნების თემა, მე ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამომ მოხსნილია დღის წესრიგიდან. ბატონმა ბორელმა დღეს ძალიან მკაფიოდ განაცხადა მოწოდება, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი და ეს არ არის ის გზა, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმს და დემოკრატიულ საზოგადოებას ახასიათებს“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი