გიგა ბოკერია: ივანიშვილი დარწმუნდა იმაში, რომ შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების
24-10-2015, 07:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი დარწმუნდა იმაში, რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების და ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს.

 

 

"ეს არის აგონიაში მყოფი ივანიშვილის ბოდვა, ეს ყველაფერი იქნებოდა დასაცინი, რომ არა საერთო ვითარება ქვეყანაში, რომ არა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების ღია მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ არა დაჭერა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქტივისტებისა, რომ არა მივარდნები ოფისში, რომ არა პრემიერ-მინისტრის ღია მოწოდება ძალადობისკენ და კონსტიტუციური წყობიდან გასვლისკენ, ეს ყველაფერი რომ არა უბრალოდ დავცინებდით ამას. მაგრამ, ვითარება სერიოზულია არა ამ სამარცხვინო ბოდვის გამო, არამედ ამ საერთო ვითარების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი დარწმუნდა იმაში, რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების და ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის. ამით არის ეს ყველაფერი გამოწვეული, პირველ რიგში "რუსთავი 2"-ის ამბავი, დაჭერები, ეს ღია და სამარცხვინო ამაზრზენი მოწოდებები, ეს არის პრობლემა ივანიშილის და მისი თოჯინები ღრმად ცდებიან, ისინი ცუდად დაამთავრებენ - დამარცხდებიან; სამწუხაროდ, ამ პროცესში ქვეყანას აზიანებენ", - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი