კახა კალაძე: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო
17-03-2021, 11:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

 

თბილისის მერმასაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაფასა.

 


„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი - გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება და განვითარება. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭომ მოგვიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში, ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ასევე, მიაწოდა ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება.

 


„ჩვენ ასევე, მოვისმინეთ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს და დამოუკიდებელს. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ასევე, იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიაწოდა ევროკავშირს ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის, ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი