კახა კალაძე: ერთი გადახდიდან 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდომა, გარდა მეტროსა და ავტობუსისა, ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი
17-03-2021, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას, 2023 წლისთვის იქნება დასრულებული.ამჟამად კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას ახალი მიკროავტობუსები ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდიდან 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდომა, გარდა მეტროსა და ავტობუსისა, ახალ მიკროავტობუსებშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

 

კახა კალაძის თქმით, ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვებიან ის მიკროავტობუსებიც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს დედაქალაქში.

 


„თქვენ იცით, რომ დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლების პროგრამა. 300 ერთეული მიკროავტობუსი უკვე შემოსულია დედაქალაქში, რომელიც მოსახლეობას უკვე ემსახურება, შესაბამისად, შემოდის ახალი, ინტეგრირებული სისტემა, რომელიც აქამდე მიკროავტობუსებში არ იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას მგზავრს ჰქონდა საშუალება, რომ ერთი ბილეთით 90 წუთის განმავლობაში ესარგებლა უფასო გადაჯდომით, ამას ემატება მიკროავტობუსებიც, თუმცა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს ინტეგრირებული სისტემა პირველ ეტაპზე მუშაობს იმ 300 ახალ მიკროავტობუსში, რომელიც მუნიციპალიტეტმა შემოიყვანა. რა თქმა უნდა, ეს გავრცელდება იმ ახალ მიკროავტობუსებზეც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს. დაახლოებით 700 ერთეული მიკროავტობუსი დაემატება ქალაქს. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, აქამდე თუ ქალაქს 1500-მდე მიკროავტობუსი ემსახურებოდა, მოემსახურება 1000 მიკროავტობუსი, მაგრამ დაემატება 8-მეტრიანი ავტობუსები იმისთვის, რომ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ყველა უბანი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 


მისივე თქმით, პირველი აპრილიდან შეღავათიანი ტარიფი გავრცელდება ახალ მიკროავტობუსებზეც.

 


„იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეტროში და ავტობუსში შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ, ანალოგიურად, შეღავათით სარგებლობა შეეძლებათ მიკროავტობუსებშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი