„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის გუშინდელი განცხადებისა და ასოცირების საბჭოს შეხვედრების შემდეგ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გარკვეული პოლარიზაცია მოხდა და „ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ დაინახა, რომ საპარლამენტო მოღვაწეობას ალტერნატივა არ აქვს“.
„პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა იყოს პლიტიკური დებატები, პოლიტიკური ბრძოლის ადგილი პარლამენტია. ეს უკვე მათ განცხადებებში გამოჩნდა. მაშინ, როდესაც ოპოზიცის მეორე ნაწილი, დარწმუნებული ვარ, დღეს, ხვალ უფრო რადიკალურ მოქმედებებზე წავა.
მართლა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი დამსახურებაა ის, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი 8-წლიანი მოღვაწეობის შედეგად ქუჩის პოლიტიკის დრო დამთავრდა. ქუჩაში პოლიტიკის კეთების დრო დამთავრდა. პოლიტიკა ინსტიტუციებში გადავიდა და პოლიტიკა პარლამენტში შემოვიდა. ამას სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკური ლიდერი იაზრებს“, განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.