ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზა წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.
გზის რეაბილიტაციის შესახებ ინიციატივით ადგილობრივმა მოსახლეობმა მერიას მომართა.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 955 974 ათას ლარს შეადგენს.
პროექტის შესაბამისად დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და აშენდება გაბიონი.
გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში 110 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.