მარინა კალიურანდი: ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი
17-03-2021, 14:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვწუხვარ, რომ ევროპული პარლამენტი ვერ მონაწილეობდა არჩევნების დაკვირვების პროცესში, მაგრამ მე ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი, - განაცხადა ევროდეპუტატმა, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა კალიურანდმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

 


მისი თქმით, საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან და ვერ მოითხოვ დათმობას მხოლოდ ერთი მხრიდან.

 

 

„ჩემი მოწოდება ეხება ორივე მხარეს. რა თქმა უნდა, ორივე მხარემ უნდა იპოვოს კომპრომისი. ვწუხვარ, რომ ევროპული პარლამენტი ვერ მონაწილეობდა არჩევნების დაკვირვების პროცესში, მაგრამ მე ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებასა და დასკვნას, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. წერტილი. ასე რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი სურვილი, მანდატი მიანდო კონკრეტულ პოლიტიკოსებს „ქართული ოცნებიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, რომ შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და დაიწყონ საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ მუშაობა.

 


სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურ პარტიას არ უსარგებლია ამით, მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერმა დაიკავა ადგილი. ეს ადგილები არ არის შევსებული, როგორც ეს ქართველ ხალხს სურდა. კომპრომისები შესაძლოა გულისხმობდეს არაპოპულარულ ნაბიჯებს, მაგრამ საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან. ვერ მოითხოვ დათმობას მხოლოდ ერთი მხრიდან. შეთანხმება არის კომპრომისი, კომპრომისი ზოგჯერ გულისხმობს არაპოპულარულ ნაბიჯებს, თუ ეს არის ქვეყნის გრძელვადიან ინტერესში. მე არ შევალ დეტალებში, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვურჩიო მხარეებს რამე კონკრეტული. ეს პოლიტიკურ ლიდერზეა დამოკიდებული, დაინახონ ის, როგორ და სად შეიძლება იყოს კომპრომისი. მიყვნენ მედიაციას და მიაღწიონ შეთანხმებას“, განაცხადა კალიურანდმა.

 

 

მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის შესანარჩუნებლად თანამშრომლობის ეფექტურად გაგრძელება შესაძლოა, გართულდეს, თუ შარლ მიშელის მისია წარმატებული არ იქნება.

  


„ევროპული პარლამენტის სახელით ვლაპარაკობ, არა სრული შემადგენლობის, მაგრამ ჩემი და სამხრეთ კავკასიის დელეგაციის სახელით. რას ვხედავთ აქ, ევროპულ პარლამენტში. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში. სამწუხაროდ, როდესაც საქმე პოლიტიკურ დღის წესრიგს ეხება, რაღაც ძალიან ცუდი ხდება. შეხედეთ, რა მოხდა ბელარუსში, მთიან ყარაბაღში, კრიზისი საქართველოში და შემიძლია, გავაგრძელო. ეს სამწუხაროა, ევროპას ძალიან ბევრი სხვა საკითხი უდევს მაგიდაზე. დაწყებული კოვიდით, დასრულებული მიგრაციით, ტერორიზმი და ასე შემდეგ. ასე რომ, ვშიშობ ევროპამ შესაძლოა, იგრძნოს იმედგაცრუება აღმოსავლეთ პარტნიორობით, შეიძლება დაკარგოს ეს ინტერესი პროექტის მიმართ.

 


გარწმუნებთ, მე, როგორც სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამ საკითხს დღის წესრიგში მუდმივად დავაყენებ, მაგრამ პარლამენტში 705 წევრია და საქართველოს მიმართ ინტერესის შესანარჩუნებლად თანამშრომლობის ეფექტურად გაგრძელება შესაძლოა, გართულდეს, თუ შარლ მიშელის მისია არ იქნება წარმატებული. არ მინდა, კონკრეტულ თარიღებსა და პროცესებზე საუბარი, მაგრამ რასაკვირველია, ამ პროცესებს ექნება გავლენა ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობაზე“, განაცხადა მარინა კალიურანდმა.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალიურანდს დღეს შეხვდა.

 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

 


მარინა კალიურანდმა პრემიერ-მინისტრს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის წარმატებული შედეგები მიულოცა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ მიმართოს ძალისხმევა, რათა პროცესი წარიმართოს კონსტრუქციულ გარემოში და მიღწეული იყოს კონსენსუსი.

 


ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და თავიანთი ნაბიჯების გადადგმისას ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებით იხელმძღვანელონ.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი