ჯუმბერ კირვალიძე: გაოგნებული ვარ... არ მეგონა, რომ სსრკ-ის დაშლიდან 30 წლის შემდეგაც, ქართველების არცთუ მცირე ნაწილს (თითქოს, „წიგნიერს“) მტერ-მოყვარის გარჩევა გაუჭირდებოდა!
17-03-2021, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაოგნებული ვარ... არ მეგონა, რომ სსრკ-ის დაშლიდან 30 წლის შემდეგაც, ქართველების არცთუ მცირე ნაწილს (თითქოს, "წიგნიერს") მტერ-მოყვარის გარჩევა გაუჭირდებოდა! ეტყობა, ჩვენს ქვეცნობიერში ღრმადაა ჩამჯდარი: სპარსელების, არაბების, თურქების, მონღოლების, რუსების ჩვენზე ბატონობის, - მათ "ქვეშ ყოფნის" კვალი... სინათლისკენ გეძახდნენ და შენ კი, სიბნელისკენ მიილტვოდე? - არ მესმის, სრულიად აუხსნელია... აქილიკებდე შენთვის სიკეთის მსურველს და ღიად თუ მალულად ეტრფოდე ბოროტის მკეთებელს, მეტიც, ამართლებდე მის ბოროტ ქმედებებს იმით, რომ, თურმე შენ თავად ხარ მტყუანი და იმსახურებ მისგან ამგვარ დამოკიდებულებას???... ეს, უკვე - ე რ ო ვ ნ უ ლ ი მ ა ზ ო ხ ი ზ მ ი ა, - რასაც უსწრაფესი მკურნალობა ესაჭიროება, ნებისმიერი მეთოდით(!), რადგან ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დევს ისტორიის სასწორზე...

 

 

P.S. "ოქროს ბორკილებს" და მაძღარ, მეტროპოლიის ხარჯზე პარაზიტულ ცხოვრებას თუ ირჩევს ერი, - ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და თავისუფლების სანაცვლოდ, - მაშინ ის, უკვე ერი კი არა:"საძოვარზე მიშვებული მცოხნავი ნახირია"!!!...

 

 

P.P.S. ჭაბუა ამირეჯიბი:"...ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს. 100 წელიწადია ვბალახობთ! ჩვენი ფუნქციაა ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ. ხოლო რანი ვართო, რომ მკითხეთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ – საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი...!"

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი