პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მარტვილში სტუმრობისას ქართული მედიის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ, საქართველოშიმედია საშუალებები "ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს მიყვებიან".
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, სხავ დემოკრატიული ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ინფორმაციის ორი ალტერნატიული წყაროა, საქართველოში, ყველაფერი "აბსოლუტურად უკუღმაა" და აქ ყველა მედია საშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული.
"როცა ასჯერ გეტყვიან, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს და უუნაროა, გიჩნდება ეჭვი, მართლა ასე ხომ არ არის, მითუმეტეს, რომ ამის გადამოწმების საშუალება არ გაქვთ. არ არსებობს ალტერნატიული წყარო, რომელიც სიმართლეს გეტყვით. ამიტომ ვეუბნები მინისტრებს, რომ უნდა ვიაროთ რეგიონებში და უნდა გითხრათ სიმართლე, ღიად მივიღოთ თქვენგან კრიტიკაც, მოვისმინოთ პრობლემებიც. ყველგან ასეა - ევროპაში, ამერიკაში არსებობს დაბალანსებული, ინფორმაციის მიღების ორი ალტერნატიული წყარო – ერთი შეიძლება იყოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, მაგრამ მეორე დამაბალანსებელია. ჩვენთან აბსოლუტურად უკუღმაა ყველაფერი. ყველა მედია საშუალება მხოლოდ ნეგატივზეა ორიენტირებული და მიყვება ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამის მიუხედავად, პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქართული მედიის მუშაობის ხარისხი დაიხვეწება და ის აქცენტს არა ნეგატივზე, არამედ ქვეყანაში არსებულ პროგრესსა და პოზიტივზე გააკეთებს.
"მე მჯერა, რომ ეს არის დროებითი. თვითონ მედიასაშუალებებიც მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მჯერა, რომ მათი მუშაობის ხარისხი დაიხვეწება და ყველა გაიგებს, რომ ხალხს აინტერესებს პოზიტივი, პროგრესი რომელიც ქვეყანაში ხვდება და არა ნეგატივი, ჩხუბი, ავტოავარია და ა.შ. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ჩავუსახეთ რწმენა, უკეთესი მომავლის იმედი, ასე ვერ გავუძლებთ – ვერც ერთი მთავრობა ვერ გაუძლებს, ვერც ერთი ხალხი ვერ გაუძლებს. ეს უნდა შეიცვალოს და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას დროთა განმავლობაში მივაღწევთ - მიუკერძოებელი გახდებიან მედია საშუალებები.
როცა ჩვენ რაღაცას ვაშავებთ, რა თქმა უნდა, უნდა გვითხრან, უნდა გააშუქონ პრობლემები, მაგრამ როცა მთავრობა მნიშვნელოვან რაღაც აკეთებს ხალხისთვის ბევრი მიმართულებით, კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა და მიგვატანინონ სათქმელი ხალხამდე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ "ქვეყნის მართვა ძალადობის გზით, იმ მეთოდებით, რომელსაც იყენებდა წინა მთავრობა, არის დამღუპველი. პირველად, ქვეყანა იმართება დემოკრატიულად".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.