საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერების საერთო რჩევა არის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად უნდა განაგრძოს საქართველოს პარლამენტში.
„დღეს მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირში. იმ ხალხთან, რომლებიც არიან დაინტერსებულნი საქართველოს უკეთესი მომავლით. რომ შევაჯამო, მათი საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. მე ყველაში ვგულისხმობ ყველას აბსოლუტურად. არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, არ ვგულისხმობ სააკაშვილის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მჯერა კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი“, განუცხადა ირაკლი ღარიბაშილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.