ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული... საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად და ქვეყანა არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი. მისი შეფასებით, ალიანსის მზარდი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია.
„დიდი მადლობა, ბატონო იენს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ მასპინძლობისათვის ნატო-ს შტაბ-ბინაში. საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით, მაქვს პატივი, რომ განვიხილო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიური და არსებითი დღის წესრიგი, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული. ჩვენი ქვეყნის ნატო-სკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ეს არის ფართო კონსენსუსის საკითხი მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს შორისაც.
ნატო-ს მნიშვნელოვანი როლისა და ჩვენი დღის წესრიგის გათვალისწინებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება, საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრის რანგში. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო და ურთიერთთავსებადი პარტნიორი.
საქართველომ დაადასტურა თავისი კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარების შესაძლებლობა ნატო-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში, 860 ქართველი კაცი და ქალი, 10 წლის განმავლობაში, ავღანეთში მოკავშირეთა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მსახურობდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისადმი მათი თავდადებითა და პროფესიონალიზმითა და ერთგულებით დამტკიცდა ქვეყნის სათქმელი. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მზარდ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია, რომელსაც რეგიონის ქვეყნებისთვის თანაბრად ძლიერი სტაბილიზაციის ეფექტი მოაქვს. ევროპული უსაფრთხოება არ შეიძლება შედგეს უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის გარეშე, ეს რეალობა მტკივნეულად ცხადი გახდა ბოლო წლების განმავლობაში. მივესალმებით მოკავშირეთა სტრატეგიას „ნატო 2020“-ის ამოქმედებას, რაც საბოლოოდ დაგვაკავშირებს ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციასაც“, თქვა ღარრიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.