სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მან რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობა, 2021 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახული პროექტები, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ზოგადი პარამეტრებისა და სოციალური პროგრამების მიმართულებები განიხილა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამსახურის უფროსმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნო.
შეხვედრას ექვსივე მუნიციპალიტეტის მერები, რწმუნებულის მოადგილეები და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.