ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
17-03-2021, 20:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატო-ს სათავო ოფისში უმასპინძლა.

 


შეხვედრისას ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც დაეხმარება საქართველოს მდგრადობის გაძლიერებაში და ალიანსთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და 2020 წლის ანგარიშისთვის, რომელშიც საქართველოსთან თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეძღვნება და აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 


მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ მიმართულებით.

 

 


ყურადღება გამახვილდა რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დაა სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

საუბრისას, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს განსაკუთრებულ როლს ნატო-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით, რისთვისაც ნატოს გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი