საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 276 436 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 378-ით გაიზარდა და ის 269 384-ს შეადგენს.
ახალი მონაცემებით, 9-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 674-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 23 747, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 503, PCR ტესტით - 10 244;
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,55%, ბოლო 14 დღის - 1,53%, ბოლო 7 დღის - 1,33%;
კარანტინის რეჟიმში - 213;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1 412;
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 154.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.