სოზარ სუბარი: „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები არ ჩაიშალოს, თუმცა ისეთებიც დავინახეთ, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკებათა დარბაზი და ჩვენი პარტნიორების დაუფარავ ლანძღვა-გინებაზე გადავიდნენ
18-03-2021, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები არ ჩაიშალოს, თუმცა „ისეთებიც დავინახეთ, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკებათა დარბაზი და ჩვენი პარტნიორების დაუფარავ ლანძღვა-გინებაზე გადავიდნენ“.

 

 

„გუშინ ორივე მხარე იმედიანი გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებს პერსპექტივა აქვს. ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ მოლაპარაკებები შედგეს და არავინ ჩაშალოს. თუმცა ისეთებიც დავინახეთ, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკებათა დარბაზი და ჩვენი პარტნიორების დაუფარავ ლანძღვა-გინებაზე გადავიდნენ. რაც შეეხება მოლაპარაკებას ყველაფერზე, მოლაპარაკების დროს, დიახ, ყველაფერზე უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ ყველაფერზე შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ყველაფერს თმობს ერთი მხარე ან მხოლოდ მეორე მხარე. შეთანხმება ნიშნავს, რომ ვთანხმდებით ყველაფერზე და ყველგან ვპოულობთ საუკეთესო გამოსავალს“, განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი