ერთადერთი, ვისაც აწყობს არეულობა და სტაგნაცია, რასაც ხელოვნურად ცდილობენ ეს პოლიტიკური პარტიები, არის რუსეთი. გახსოვთ, დიალოგის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოიტანა ამბავი, რომ პირდაპირ უთხრეს ოპოზიციას, რომ მათი მხრიდან ხელოვნური კრიზისის შექმნა არის რუსული თამაში, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ბურჯანაძე ყველაზე გულწრფელი აღმოჩნდა ოპოზიციის ლიდერებს შორის, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ პუტინი არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება. კობახიძე მიიჩნევს, რომ „ეს არის კულმინაცია იმ რიტორიკისა, რომელსაც მთლიანად ეს ოპოზიცია აწარმოებს“ და „ბურჯანაძეც მათი ნაწილია, მათ ოფისში ზის“.
„ეს აჩვენებს, რომ ისინი ძალიან ღიზიანდებიან ნებისმიერ ისეთ განცხადებაზე, განსაკუთრებით კი მასზე, რომელიც აცხადებს ამ არჩევნებს თავისუფლად, სამართლიანად და კონკურენტულად. ეს მათ განსაკუთრებით აღიზიანებთ, რატომ?! იმიტომ, რომ მთელი ეს დიალოგი დაიწყო სწორედ იმ ყალბი მტკიცებით, თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული. ამ დროს თვითონ გაგვიყალბეს „პივიტი“ და რვაპროცენტიანი მაჩვენებელი, გაგვიყალბეს სტატისტიკა, აბსოლუტურად არასწორი სტატისტიკა წარუდგინეს საზოგადოებას. შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი ღიზიანდებიან. მეორე, ეს მეტყველებს მათ ზოგად დამოკიდებულებაზე დასავლური ინსტიტუტების, ევროპის, აშშ-ის მიმართ. გახსოვთ, უახლოეს წარსულშიც უამრავი განცხადება, სააკაშვილის გუშინდელი განცხადებაც გახსოვთ, გახსოვთ, რას ამბობდნენ თავის დროზე ნათელაშვილი, ბურჯანაძე. ბურჯანაძე ყველაზე გულწრფელი აღმოჩნდა მათ შორის, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ პუტინი არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დალაგება. ეს არის კულმინაცია იმ რიტორიკისა, რომელსაც მთლიანად ეს ოპოზიცია აწარმოებს, ბურჯანაძეც ხომ მათი ნაწილია, მათ ოფისში ზის. თქვენ გახსოვთ, ამ დიალოგის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოიტანა ეს ამბავი, პირდაპირ უთხრეს ოპოზიციას, რომ მათი მხრიდან ხელოვნური კრიზისის შექმნა არის ბუნებრივია რუსული თამაში. ერთადერთი, ვისაც აწყობს არეულობა და სტაგნაცია, რასაც ხელოვნურად ცდილობენ ეს პოლიტიკური პარტიები, არის ბუნებრივია რუსეთი“, განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია უკვე ღიად თამაშობს რუსულ თამაშს და ამიტომ არის, რომ აღარ ერიდებიან პირდაპირ ანტიდასავლურ რიტორიკას.
„ასევე შეგახსენებთ, რომ ისინი მუდმივად იღებენ მაშველ რგოლებს, როცა განსაკუთრებით გაუჭირდებათ. გახსოვთ, გავრილოვის, ნარიშკინის და რუსეთის კონკრეტული აგენტის განცხადებები. საუბარი მაქვს ჩანაწერთან დაკავშირებით. ანუ სამივემ, რუსმა პოლიტიკოსმა და აგენტმა გადმოუგდო მაშველი რგოლი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, როგორც კი ეს მათ დასჭირდათ. ეს ყველაფერზე მეტყველებს. როდესაც სიმართლეს აჩვენებ, ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით. ეს იგივეა ვთქვათ, რომ ბორელის განცხადება დააზიანებს მოლაპარაკებებს. გააშიშვლა ბორელმაც სიმართლე, რომ ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში ყალბად ამტკიცებდა არჩევნების გაყალბებას, დააზიანებს ეს დიალოგს? რა თქმა უნდა, არ დააზიანებს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.