"ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა, თანაც ნაჩქარევად გაკეთებული"- გიგა ბოკერია დაკითხვაზე იმყოფება
24-10-2015, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდა. ბოკერიამ მოდულის შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება აგონიისა და ბოდვის გაგრძელებაა.

 

 

"ეს ყველაფერი იქნებოდა იუმორის საკითხი, რომ არა მძიმე მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, რომლიდანაც გამოსავალს ივანიშვილი ხედავს ასეთ მოქმედებებში. ესაა პრობლემა და არა ცალკე აღებული დაკითხვაზე დაბარება. ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ ამ ქმედებებით შეძლებს იმ ძალების განეიტრალებას საზოგადოებაში, რომლებიც არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში ხელს შეუშლიან. მას სხვა არანაირი შანსი არა აქვს მინიმალური დემოკრატიის პირობებში ჩატარებული არჩევნების დროსაც კი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

მისივე თქმით, ეს არის ილუზია და ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცუდად დაამთავრებს.

 


"თუმცა ეს ყველაფერი საქართველოს აზიანებს იმ უზარმაზარი გამოწვევების ფონზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილთან უამრავი შეხვედრა შემდგარა და იგი მხოლოდ იმ შეხვედრას არ ადასტურებს, რომლის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული.

 

 

"ერთი შეხვედრა კი არა, უამრავი შეხვედრა შედგა. მიკვირს, საერთოდ რომ გაჩნდა სერიოზულად კითხვები ამ ბოდვაზე. ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა, თანაც ნაჩქარევად გაკეთებული. არანაირი ძალისხმევაც კი არ არის ჩადებული იმისთვის, რომ მიამსგავსონ რაღაცას. ეს ყველაფერი არის ნაწილი ივანიშვილის მცდელობისა, რომ ასე უპასუხოს იმ გამოწვევას, საზოგადოებაში ნდობის დაკარგვას და ამაში ხედავს გამოსავალს, რაშიც ძალიან მწარედ ცდება. თუ მომცემენ საშუალებას, მივაწვდი ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან სახელმწიფო ინსტიტუტები და რას აკეთებს ივანიშვილი. ასევე როგორ ცუდ დღეში არიან ისინი, ვინც ახლა სულელური კითხვები უნდა დამისვას", - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

ე.წ.მოდულის შენობასთან გიგა ბოკერიას მხარდასაჭერად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მივიდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი